Aa Aa
29 ნოემბერი 2022  |  10:28

ერთმანეთს ორი Lamborghini შეეჯახა და SVJ ბოლომდე დაიწვა

იშვიათი შემთხვევა, რომელიც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ლონგ აილენდზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ერთმანეთს ორი Lamborghini შეეჯახა. 2021 წლის Aventador-ს ცეცხლი გაუჩნდა და ბოლომდე დაიწვა.

დაშავებული მძღოლი ადვოკატი ბრაიან სელემონია. ის ორგანიზაციის Smiles Through Cars-ის წევრია. ეს ორგანიზაცია, სუპერგმირებისა და სუპერქარების დახმარებით, დაავადებულ ბავშვებს ბედნიერებას ანიჭებს და იმედს აძლევს.

„ბრაინს ბავშვების დახმარების გამო ბევრი შეხვედრა გაუუქმებია... მას ოქროს გული აქვს და ჩვენი ლოცვა სჭირდება. ვილოცოთ, მისი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის, რათა მალე დაუბრუნდეს სახლსა და ბავშვებს“, - წერს ორგანიზაცია Facebook გვერდზე.

თვითმხილველების თქმით, ბრაიანის Aventador SVJ როდსტერს უკნიდან სხვა Lamborghini დაეჯახა იმ დროს, როცა ორივე ერთსა და იმავე ზოლში გადასვლას ცდილობდა.

სელემონი ცეცხლწაკიდებული ავტომობილიდან გადმოიყვანეს. ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, ავტომობილი ბოლომდე დაიწვა. მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.

გარდა ორი Lamborghini-სა, ამ შემთხვევისას Acura-ც (მოდელი უცნობია) დაზიანდა. სელემონი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ავარიის შედეგად დაშავდა.

გაზიარება: