Aa Aa
29 ნოემბერი 2022  |  10:03

რიჩარდ ჰამონდმა The Grand Tour-ში გადაღებული Subaru Impreza იყიდა

გასულ სექტემბერს The Grand Tour-ი ეკრანებზე ახალი ეპიზოდით დაბრუნდა. „A Skandi Flick-ი“ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სერია გამოდგა, რაც ტრიოს ბოლო წლებში გადაუღია. ახლახან კი რიჩარდ ჰამონდმა იმ ავტომობილის შეძენა გადაწყვიტა, რაც მან სკანდინავიის ტურში გამოიყენა.

ჰამონდის Impreza WRX STI საინტერესო ავტომობილია. ის შეზღუდული რაოდენობით წარმოებული V-Limited გამოშვებაა. ეს ვერსია მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის იწყობოდა. ახლა კი ის რიჩარდის ფარეხის უახლეს შენაძენს წარმოადგენს.

Drivetribe-ის ახალ ვიდეოში ჰამონდმა თქვა, რომ The Grand Tour-ის გუნდმა ავტომობილი სკანდინავიიდან ზუსტად ისე წამოიყვანეს, როგორც დატოვეს. ეს ნიშნავს, რომ Impreza უამრავი "ხარახურით" არის გატენილი. მაგალითად, უკანა სავარძელზე თოვლში სასიარულო ფეხსაცმელები და ჰამონდის საყვარელი ციგა დევს.

ჰამონდის WRX STI V-Limited-ი, თავდაპირველად, Subaru-ს ლურჯ ფერში იყო შეღებილი. თუმცა, ავტომობილების მოდიფიცირების ფარგლებში „ზაზუნამ“ თავისი „სუბარუ“ Martini Racing-ის ვიზუალით გააფორმა. არა, არ გეჩვენებათ. ამ Subaru-ს “Martin” აწერია. ეს იმიტომ, რომ ჯერემი კლარკსონმა ამ სიტყვის ბოლო ასო გააფერადა. მაინც, რას ნიშნავს ბრიტანული იუმორი?

სამწუხაროდ, ჯერ გაურკვეველია რა გეგმები აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ავტოჟურნალისტს WRX-თან დაკავშირებით. თუმცა, მაღალი ალბათობით, მანქანა Drivetribe-ის YouTube-ის არხზე განთავსებული სამომავლო კონტენტში ხშირად მოხვდება.

გაზიარება: