Aa Aa
1 დეკემბერი 2022  |  17:50

პაპარაცებმა Audi A6 E-Tron ტესტირებებისას დააფიქსირეს

ახალ სურათებში მაშუქების დიზაინი გამოჩნდა.

Mercedes EQE-ს საშუალო ზომის ელექტრო სედანებში მონოპოლია აქვს, თუმცა, ეს ფაქტი მალე შეიცვლება. Audi და BMW ამ სეგმენტში შესასვლელად ემზადებიან.

პაპარაცებმა გადაიღეს, როგორ გამოიყურება ახალი A6 e-Tron. პირველი შემთხვევაა, როცა პროტოტიპები წარმოებისთვის მზა მაშუქებით დააფიქსირეს.

A6 e-Tron-ი თანამედროვე ტრენდს არ ჩამორჩება და მასაც თხელი, გაყოფილი მაშუქების განლაგება ექნება.

ავტომობილი შეფუთულია და დეტალებს ვერ ვხედავთ, თუმცა, სავარაუდოდ, ცხაურას Audi-ს ელექტრო მოდელებისთვის დამახასიათებელი ნაცრისფერ-ვერცხლისფერი შეფერილობა ექნება.

2021 წლის კონცეპტისგან განსხვავებით, პროტოტიპს კარის უცნაური სახელურები და სარკეები აქვს. ბოლო დროს Audi კამერაზე დაფუძნებულ სარკეებს გვთავაზობს და არაა გამორიცხული, რომ ეს ტექნოლოგია წარმოებულ A6 e-Tron-შიც გამოიყენოს.

შედარებით იაფფასიანი ვერსიები უფრო გამძლეობაზე იქნება ორიენტირებული, ვიდრე მაღალ ტექნიკურ შესაძლებლობებზე.

უფრო ძვირიანი ვერსიებს კი სავარაუდოდ 469 ცხენის ძალა და 800ნმ ექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს RS6 e-tron ვერსიაც, რომელსაც, 600 ცხენის ძალაზე მეტი უნდა ჰქონდეს.

გაზიარება: