Aa Aa
30 ნოემბერი 2022  |  11:43

აუქციონზე გასაყიდად გასაოცარი კლასიკური ავტომობილები გადის

ახლახან, 84 წლის ასაკში, უძრავი ქონების ცნობილი დეველოპერი, ლიროი გონსალესი გარდაიცვალა. მას კლასიკური ავტომობილების კოლექცია ჰქონდა, რომლის ყველა ეგზემპლარიც ახლა აუქციონზე გადის. ჩამონათვალში რამდენიმე Covette-ი, 1951 წელს გამოშვებული Ford-ების ტრიო, Dodge Ram SRT-10-ი და მოტოციკლებიცაა.

გონსალესი უდიდესი ავტომოყვარული იყო. თუმცა, ის სასურველი ავტომობილების შეძენას იქამდე ვერ ახერხებდა, სანამ უძრავი ქონების ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერი არ გახდა. გარდაცვალებისას მის ფარეხში 24 კლასიკური ავტომობილი იყრიდა თავს. 




„მას 60-იანი წლების წითელი Ford-ები და Corvette-ები ძალზედ უყვარდა“ - აცხადეს ჯონ ჰარისი, აუქციონერი და გონსალესის საუკეთესო მეგობარი. „მან იცოდა რა მოსწონდა და თავის ოცნებებს მისდევდა... მაგრამ ის ამას სატრაბახოდ არ აკეთებდა. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ამ მოდელების მფლობელი ყოფილიყო,“ - დაამატა მან. ავტომობილების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მათი უმეტესობა კარგ მდგომარეობაშია, ხოლო რამდენიმე მოდელი მნიშვნელოვან რესტავრაციას საჭიროებს.

გონსალესს 1958, 1963, 1964, 1965, 1966, 1967 და 2002 წლების Corvette-ები ჰყავდა. თითოეული მათგანი შთამბეჭდავ მდგომარეობაშია. კოლექციაშია 1940 წლის Ford Coupe, 1947 წლის Ford Coupe Super Delux-ი და 1950 წლის 2-კარიანი Ford Convetible-ი. აუქციონზე 1956 წლის Lincoln Contitnental Mark II-ც გავა, რომელსაც სერიოზული შეკეთება სჭირდება.




მანქანების ჩამონათვალში ორი თანამედროვე კლასიკაცაა. ერთ-ერთია 1999 წლის Plymouth Prowler-ია. ამერიკულ კულტურას იცავს 2004 წლის Dodge SRT-10 პიკაპიც. Honda-ს 1997 წლის F6 Valkyrie და 2004 წლის Valkyrie Rune-ის მოტოციკლები კი აუქციონს ძალზედ საინტერესოს ხდის.

ავტომობილებთან ერთად მსურველები საავტომობილო კატალოგებს, ავტოსპორტის ნიშნებს, საავტომობილო ნაწილებს და სხვა დეტალების ხელში ჩაგდებასაც შეეცდებიან. აუქციონი 2 დეკემბერს გაიმართება.

რომელ ერთ მოდელს ამოარჩევდით ჩამონათვალიდან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: