Aa Aa
3 დეკემბერი 2022  |  11:45

Corvette 2025 წლიდან ბრენდი გახდება

Corvette ელექტრო ავტომობილების ბრენდი გახდება და ამ სახელის ქვეშ კუპე და კროსოვერიც გამოვა.

Corvette-ს სახელით სამი ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვებაა დაგეგმილი, თუმცა GM-ს ამ სახელთან დაკავშირებით სხვა გეგმებიც აქვს.

ჰიბრიდული Grand Sport-ის, ბოლო შიგაწვისძრავიანი ZR1-ის  და Zora-ს გარდა, სრულიად ელექტრო Corvette-ც გზაშია. ეს მოდელი ელექტრო ავტომობილების ერაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. 2025 წლიდან, GM გეგმავს, რომ ელექტრო 4-კარიანი კუპეს და კროსოვერის გამოშვებით, Corvette მოდელიდან ბრენდად აქციოს. სამივე მოდელი General Motors-ის Ultium პლატფორმაზე იქნება.

მთავარი აზრი ისაა, რომ ამ ავტომობილებმა ბრენდის უნიკალური დნმ უნდა შეინარჩუნოს. ახალი მოდელები არამხოლოდ Corvette-ს სპორტული ავტომობილის დინამიკას უნდა ინარჩუნებდეს, არამედ ერთი შეხედვითაც ბრენდის ლეგენდარულ მოდელთან უნდა ასოცირდებოდეს.

ანონიმური წყაროს თანახმად, მან პირველადი კონცეპტები ნახა, რომლებიც „არაფერს ჰგავს“, მაგრამ „ემოციურ სიწმინდეს“ ინარჩუნებს. მისივე თქმით, მარტივი მისახვედრია, ვისთვის აპირებს ბრენდი კონკურენციის გაწევას. თავისივე მოედანზე Porsche Taycan-თან და Cayenne-თან თამაში კარგი იდეა არ არის, ამიტომ ბრენდი საკუთარ მიმართულებას შექმნის.

გაზიარება: