Aa Aa
19 იანვარი 2023  |  10:41

2022 წელს ეგზოტიკურ ავტომობილებზე რეკორდული მოთხოვნა იყო

ეგზოტიკური ავტომობილების გაყიდვებმა 2022 წელს რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.

უკრაინაში ომმა, ინფლაციამ, მარაგების ნაკლებობამ ბრენდებს ეგზოტიკური ავტომობილების გაყიდვებში რეკორდის დამყარებაში ხელი ვერ შეუშალა.

ზოგიერთმა ბრენდმა 2022 წელს გაყიდვების სრული სია გამოაქვეყნა. სიაში Lamborghini ლიდერობს, რომელმაც 2022 წელს 9233 ავტომობილი გაყიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს 10%-იანი ზრდაა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ Aventador-ის წარმოება შეწყდა და მალე Huracan-იც აღარ გამოვა, ეს რიცხვები შთამბეჭდავია. გაყიდული ავტომობილებიდან 5 367 Urus SUV-ი იყო.

შესანიშნავი შედეგი აჩვენა Rolls-Royce-მაც. 2022 წელს კომპანიამ 6 021 ავტომობილი გაყიდა. გასულ წელთან შედარებით, ეს 8%-იანი ზრდა იყო.  ბრენდს მოდელების რაოდენობა კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუმცა, უმეტესობას Cullinan SUV-ი შეადგენდა.

წელს უფრო მეტი ავტომობილი გაყიდა Bentey-მაც. ბრენდს გაყიდვებში 4%-იანი ზრდა ჰქონდა. პირველად ისტორიაში გაყიდული მოდელების რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა - 15 174. Bentayga SUV-ი გაყიდულების 42% იყო.

რეკორდი ჰქონდა Bugatti-საც, რომლის ავტომობილები რამდენიმე მილიონი ღირს. ბრენდმა 80 ავტომობილი გაყიდა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს ეს რაოდენობა კიდევ უნდა გაიზარდოს.

Aston Martin-ს, Ferrari-ს და McLaren-ს ჯერ ციფრები არ დაუსახელებიათ.

გაზიარება: