Aa Aa
26 იანვარი 2023  |  08:53

Ford-ი 2024 წლის პირველი Mustang-ის შეძენაზე უფლებას აუქციონზე ყიდის

ეს პირველი შემთხვევა არაა.

Ford-მა ახალი თაობის Mustang-ი გასული წლის სექტემბერში წარმოგვიდგინა. მეშვიდე თაობის Mustang-ი საჩვენებელ ოთახებში წელს 2024 წლის მოდელის სახელით გამოჩნდება.

პირველი ეგზემპლარი VIN კოდით 001 უფრო ადრე გაიყიდება. Ford-ი აუქციონზე იმ ავტომობილის შეძენის უფლებას გაყიდის, რომელიც ჯერ არც აუწყია.

აუქციონიდან შესული თანხა მთლიანად JDRF ფონდს გადაერიცხება, რომელიც დიაბეტით დაავადებულებს ეხმარება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბრენდი აუქციონზე მოდელის პირველი ეგზემპლარის შეძენის უფლებას ყიდის. ასევე მოიქცა Shelby GT500-ის, Mach 1-ისა და Bullitt-ის შემთხვევაშიც

მეშვიდე თაობის Mustang-ის პირველი ვერსია Mustang GT იქნება. იღბლიანი მყიდველი 5.0-ლიტრიან V8 ძრავას მიიღებს, რომელიც 480 ან 486 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Performance პაკეტში Recaro-ს სავარძლებიც შედის. მყიდველს 6-სიჩქარიან მექანიკურ ან 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შორის არჩევა შეეძლებათ.

გაზიარება: