Aa Aa
30 იანვარი 2023  |  10:10

Mitsubishi-მ რალიში თავისი სარბოლო ისტორიის ვიდეოები გამოაქვეყნა

ახალი ვიდეობი 1967-2007 წლებში რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და დაკარში კომპანიის ისტორიას უსვამს ხაზს.

Mitsubishi-ს ავტორბოლებში ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. Galant-ი, Lancer-ი, Pajero და Montero ამ ისტორიას ნაწილია. ეს ბრენდი რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და დაკარში წარმატებულად მონაწილეობდა. კომპანიამ ვიდეობი გამოაქვეყნა, რომელიც Mitsubishi-ს სარბოლო მემკვიდრეობას უსვამს ხაზს.

ვიდეოებში Mitsubishi-სა და Ralliart-ის უგზოობაში რბოლების 40 წელია ასახული. პირველი ვიდეო 1967 წლისაა, რომელშიც მთავარი გმირი Colt-ია. ჯამში 28 ვიდეოა. თითოეულის ხანგრძლივობა 20-30 წამია.

ეს ვიდეოები Mitsubishi-ს მოყვარულთათვის ნამდვილი განძია. Ralliart-ი 2009 წელს ნამდვილი დომინანტი გახდა, როცა რბოლებში Pajero-თი და Lancer-ით მონაწილეობდა. საბოლოოდ, Mitsubishi-ს სარბოლო პროგრამა ფინანსების ნაკლებობის გამო ჩავარდა.

2 წლის წინ ბრენდმა თქვა, რომ რბოლებში დაბრუნებას აპირებდა. გასულ წელს Mitsubishi რალიში Triton Ralliart-ით დაბრუნდა და ასე დაიწყო მისი სარბოლო ისტორიის ახალი თავი.

გაზიარება: