Aa Aa
22 მარტი 2023  |  15:09

დაუვიწყარი Porsche Carrera GT და პასუხი კონკურენტებს

Porsche დაარსებიდან დღემდე უნიკალურ სპორტულ ავტომობილებს ქმნის და ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. ამ ბრენდს თავისი ტრადიციული დიზაინით და ტექნიკური მახასიათებლებით სუპერავტომობილების რიგებში ყოველთვის საპატიო ადგილი ეჭირა, თუმცა, კონკურენტებს ყოველთვის ჰყავდათ მოდელი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები Porsche-სთვის თითქოს მიუწვდომელი იყო. კომპანიამ მიზნად მეტოქეებისთვის დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხის გაცემა დაისახა. შედეგად, 2000 წელს Carrera GT-ის კონცეპტუალური ვერსია ვიხილეთ.

Porsche Carrera GT für 2 Millionen Dollar versteigert | AUTO MOTOR UND SPORT

ამ მოდელის წარმოება 2004 წელს დაიწყო და 2006-ში დასრულდა. თავდაპირველად, 1 500 ერთეულის წარმოება იყო დაგეგმილი, თუმცა, დღის სინათლე მხოლოდ 1 270 ერთეულმა იხილა. Carrera GT ყველაზე გიჟური მოდელი უნდა ყოფილიყო. იდეამ გაამართლა და მან Porsche-ს სამოდელო სიაში უმაღლესი ნიშნული დაიკავა.

2005 Porsche Carrera GT | S45 | Monterey 2015

ინჟინრებმა მცირე წონის ძლიერი ავტომობილის შექმნა დაისახეს მიზნად, რომელსაც თავდაპირველად 3.5 ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა უნდა ჰქონოდა, თუმცა, საბოლოოდ, პროექტზე 10-ცილინდრიანი 5.7-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი დამტკიცდა. ავტომობილს 612 ცხენის ძალა და 590 ნიუტონი ჰქონდა, რომლებიც 330 კმ/სთ-ს და 100-მდე 3.5 წამში აჩქარებას უზრუნველყოფდნენ. Carrera GT-ის ყველა დეტალი მაქსიმალურად იყო დამსუბუქებული და მისი წონა 1380 კილოგრამს შეადგენდა. ავტომობილის ინტერიერსა და ექსტერიერში უამრავი კარბონის დეტალი იყო გამოყენებული. ინჟინრებმა ეს ყველაფერი ისე მოახერხეს, რომ ავტომობილს ფუფუნების დანიშნულება არ დაუკარგეს.

2007 Used Porsche Carrera GT Unknown | Basalt Black

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ ავტომობილის ხმა, ეს დაუვიწყარი რამეა. მაღალბრუნიანი V10 არაამქვეყნიურ ჟღერადობას გამოსცემდა, თითქმის ერთი ერთში იყო ძველი სკოლის ფორმულა 1-თან, ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ E60 M5-ს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხმა აქვს, უბრალოდ Carrera GT-ის მოუსმინეთ...

გაზიარება: