Aa Aa
27 მარტი 2023  |  11:00

ტურისტი ფლორენციაში ისტორიულ მოედანზე გაჩერებისთვის დააჯარიმეს

პოლიციამ ზომები მაშინვე მიიღო და აღმოაჩინა, რომ მძღოლს საერთაშორისო მართვის მოწმობა არ ჰქონდა.

ერთ-ერთმა ტურისტმა მძღოლმა გადაწყვიტა, რომ ისტორიული პიაცა დელა სინიორია ფლორენციაში ავტომობილის გასაჩერებლად კარგი ადგილი იქნებოდა.

ეს მოედანი 1 330 წლიდან არსებობს და ისტორიული შენობებითაა შემოფარგლული. მათგან ერთ ერთი პალაციო ვეკიოა. გარდა ამისა, ეს ადგილი ტურისტებს შორის მიქელანჯელოს „დავითის“ ქანდაკების გამოა პოპულარული.

ფლორენციის ქალაქის მერიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ, ტურისტმა იქ „უგუნურად“ გაიარა და ავტომობილი ისტორიულ მოედანზე გააჩერა. პოლიციის ოფიცრები იქ მაშინვე გაჩნდნენ და აღმოჩნდა, რომ 43 წლის მძღოლს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება.

Ferrari 488 Spider-ის მძღოლი ქვეითთა ზონაში გაჩერების გამო, საწინააღმდეგო მიმართულებით მართვისთვის და მართვის მოწმობის არ ქონის გამო €470-ით დააჯარიმეს.

გაზიარება: