Aa Aa
18 მაისი 2023  |  11:35

ვინ დიზელმა მიგვანიშნა, რომ „ფორსაჟს“ მეთორმეტე სერიაც ექნება

ვინ დიზელმა მიგვანიშნა, რომ Fast and Furios-ი, როგორც დაგეგმილი იყო, 11 სერიით არ დასრულდება.

წინა კვირაში რომში Fast X-ის პრემიერა იყო. წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს დროს დიზელმა მიგვანიშნა, რომ Universal Pictures-მა 2 სერიის ნაცვლად, სამი სერიის გადაღების სურვილი გამოთქვა.

„ფილმის გაკეთების დროს, სტუდიამ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა მეთერთმეტე სერია ორ ნაწილად გადაგვეღო. ამ სერიის ნახვის შემდეგ, კი სურვილი გამოთქვეს, რომ ფინალი ტრილოგია ყოფილიყო“, - ამბობს ვინ დიზელი.

Fast X ამ საგის დასასრულის დასაწყისია. ტრილოგიის შემთხვევაში კი პირველი სერია იქნება. შესაბამისად, Universal Pictures-ს მეთორმეტე სერიის გადაღების სურვილიც აქვს.

„ნებისმიერ ისტორიაში სამი მოქმედებაა“, - ამბობს ლეტის როლის შემსრულებელი მიშელ როდრიგესი.

მეთერთმეტე სერია 2024 წელს უნდა გამოვიდეს. მეთორმეტე სერიას კი ათწლეულის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ.

მეათე სერიისთვის „ფორსაჟის“ ვარსკვლავურ ოჯახს ჯეისონ მომოა და ბრი ლარსონი შეუერთდნენ. ფილმში პოლ უოკერის ქალიშვილიც მონაწილეობს.

გაზიარება: