Aa Aa
25 სექტემბერი 2024  |  16:15

Land Rover Defender: ცნობილი, როგორც „სამყაროს დამასრულებელი“

ამ „ბეჰემოტს“ 5-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს და 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ბევრი ავტომოყვარული უპირატესობას დიდი ზომის ავტომობილებს ანიჭებს. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ავტომწარმოებლების ნაწილიც ფოკუსს მანქანების ზომის ზრდაზე აკეთებს და არიან ისეთებიც, რომლებიც მსგავს, 6-ბორბლიან ქმნილებებზე გადადიან.

ცოტა სახელი თუ უხდება ამ 6×6 კონვერტაციას ისე, როგორც „აპოკალიფსი“. ყველაზე გიჟური 6×6-ის შექმნის სურვილით, Apocalypse-მა Land Rover Defender-ი აირჩია, გადააკეთა ის და მის უახლეს ქმნილებას „სამყაროს დამასრულებელი“ უწოდა.

მოდიფიკაციის პროცესში Apocalypse-მა ავტომობილის შასი დაჭრა და მანქანას მესამე ხიდი და ორი საბურავიც დაუმატა. მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებით ზოგიერთი იაფფასიანი 6×6 კონვერტაციისგან, ორი დამატებითი ბორბალი მხოლოდ ვიზუალისთვის არაა და რეალურად ფუნქციურია.

თუმცა ცვლილებები საბურავების კომპლექტაციასაც სცდება. Apocalypse-მა გააუმჯობესა ავტომობილის დაკიდების სისტემაც და კლირენსის აწევისა და დაწევის შესაძლებლობა 20 სანტიმეტრამდე გაზარდა. „სამყაროს დამასრულებელი“ 20-იანი სამხედრო სტილის დისკებითაა აღჭურვილი, რომელზეც 38-იანი საბურავებია გადაკრული და სრულ შესაბამისობაშია, უგზოობასთან გასამკლავებლად.

Defender-ის კაპოტქვეშ 5-ლიტრიანი, V8 ძრავაა მოთავსებული, რომელიც 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 625 ნიუტონ/მეტრია. უცნობია, თუ რამდენს იწონის ეს ავტომობილი, თუმცა რეალურად შედარებით უფრო მცირე უნდა იყოს, ვიდრე სტანდარტული Defender-ი.

რაც შეეხება ღირებულებას: Apocalypse-ის გუნდი დიდი სიამოვნებით აწარმოებს სხვა Defender 6x6-ებსაც, თუ მომხმარებლები მზად იქნებიან მასში სულ მცირე $374 999 გადაიხადონ.

გაზიარება: