Aa Aa
2 ივნისი 2020  |  13:02

საქართველოში პირველად: ვირტუალურ რბოლაში 2020 წლის ჩემპიონატი ჩატარდება

საქართველოში ვირტუალური რბოლის ჩემპიონატი ჩატარდება.

საქართველოში პირველად, საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და კომპანია „სიმულექს რეისინგის“  ორგანიზებით, ვირტუალური ჩემპიონატი - Georgian Digital Championship 2020 ჩატარდება. ეს მსოფლიოს ავტოსპორტის თამაშებზე ქართველი მრბოლელის წარსადგენად ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება. ფედერაციის გეგმით, წლის საუკეთესო ვირტუალური მრბოლელი, რომელსაც არ ექნება რეალური პროფესიული სარბოლო გამოცდილება, FIA Motorsport Games 2021-ზე გაემგზავრება.

ჩემპიონატი წრიულ რბოლაში გაიმართება. თითოეული რბოლის წესები კი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების მსგავსი იქნება. ტურნირი 3 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.

ავტომრბოლელები სხვადასხვა სიმულირებულ ტრასაზე 6 ეტაპს გაივლიან და სულ 12 რბოლას ჩაატარებენ. სარბოლო სერიაში გამოიყენება მხოლოდ ავტომობილი Bmw m235i, სტანდარტული კონფიგურაციით.

სადავო სარბოლო ინციდენტებს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) გოლდ სტანდარტის სტიუარტი, მეთიუ ნორმანი განიხილავს.

გაზიარება: