Aa Aa
14 სექტემბერი 2020  |  14:46

უცნაურმა ცეკვამ „ფერარის“ მეათასე იუბილეზე სოციალური ქსელების მომხმარებლები გაახალისა

„ფერარის“ ღონისძიებაზე ცეკვამ სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ტოსკანას რბოლა „ფერარისთვის“ განსაკუთრებული იყო. ეს იტალიური საჯინიბოსთვის მეათასე რბოლა გახდა. სწორედ ამ ისტორიული მომენტის აღსანიშნავად რბოლა მუჯელოს ტრასაზე გაიმართა. F1-ის ბოლიდს კი Ferrari 125 F1-ის შეფერილობა ჰქონდა. ამ ბოლიდით მონაკოს გრან პრიზე 1950 გუნდის დებიუტი შედგა.

ნოსტალგიის გარდა, იმ ცეკვაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც სპეციალურ ღონისძიებაზე შესრულდა და გუნდის 2020 წლის სეზონს ჰგავდა.  

ღონისძიება ფლორენციის დელა სინიორიას მოედანზე გაიმართა. ამ ღონისძიებას არაფერი აკლდა: სცენით დაწყებული, გუნდის ისტორიული ბოლიდებით დასრულებული. კლასკური მუსიკა სასიამოვნოდ ჟღერდა. ხუთი წუთის შემდეგ კი ყველაზე უცნაური რამ დაიწყო.

ეს იყო ცეკვა, რომელისაც არავინ ელოდა. შესაძლოა ეს უცნაურობა იმან გამოიწვია, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული დისტანციის გამო, კადრები შორიდანაა გადაღებული. თუმცა, გულშემატკივრების და სოციალურ ქსელების მოყვარულების ყურადღება ნამდვილად მიიპყრო და ბევრისთვის იუმორის წყაროც გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ, გარდა ამ ცეკვისა, სცენაზე კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა, განხილვის თემად მხოლოდ ეს ცეკვა იქცა. თუ გაინტერესებთ, რა შეიძლება იყოს გუნდის 2020 წლის სეზონზე უარესი, მაშინ უყურეთ და შეაფასეთ!

 

გაზიარება: