Aa Aa
14 სექტემბერი 2020  |  15:31

ავტოსპორტი ზედმეტად რთულდება: საწვავის შევსების ახალი წესი ლე მანის 24 საათში

თანამედროვე ავტოსპორტს ერთი დიდი პრობლემა აქვს: ზედმეტად გართულებულია და დღითი დღე უფრო რთულდება.

ამის სათქმელად ბევრი მიზეზი არსებობს. ამჟამად ყველაზე აქტუალური კი FIA-ს ახალი რეგულაციებია, რომლებიც ლე მანის 24 საათში საწვავის შევსების წესებს განსაზღვრავს. თუ აქამდე ვერ წარმოგედგინათ, როგორ შეიძლება ეს მარტივი პროცესი წარმოუდგენლად გართულდეს, მაშინ თავად იხილეთ.

დოკუმენტი ბევრისთვის გაურკვეველი ფორმულებითაა სავსე. ამ გართულებულ პროცესში შეცდომის დაშვების შემთხვევაში გუნდი ჯარიმას მიიღებს. ავტოსპორტის გულშემატკივრებისთვის კი ამ ჯარიმის მიზეზის გაგება მარტივი არ იქნება.

ტექნიკური დეტალები ავტოსპორტში ყოველთვის იყო, თუმცა, დღეს ყველაფერი ბევრად რთულადაა, ვიდრე წინათ.

მიზეზი, რის გამოც ყველაფერი რთულდება ისაა, რომ ტექნოლოგიები დღითი დღე ვითარდება და ინჟინრებიც ახალ გზებს პოულობენ. ფორმულა 1-ში Racing Point-ის სამუხრუჭო დისკოს საგრილებელმა მილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს ისეთი რამაა, რაც ტრასის გარეთ უფრო შეინიშნება და გულშემატკივრისთვის ნაკლებად შესამჩნევია. ბევრისთვის დღესაც გაუგებარია, რატომ იყო „ფერარის“ ძრავები არალეგალური.

ჟურნალისტი ტონი დიცინოს აზრით, ზედმეტი რეგულაციები ავტოსპორტს უფრო არაპოპულარულს, რთულად გასაგებს ხდის.

ზოგისთვის სპორტი ცხოვრებაა. ზოგისთვის გართობა. ზოგისთვის კი ორივე ერთად. ზედმეტი რეგულაციები კი ავტოსპორტს მოსაწყენად აქცევს. 

გაზიარება: