ჩვენ შესახებ

Crystalauto.ge 2019 წელს დაარსდა და პირველ ეტაპზე მისი მიზანი Crystalbet-ის მომხმარებლების საავტომობილო ახალი ამბებით ინფორმირება იყო.

მოგვიანებით, ვებ გვერდი უფრო მრავალფეროვანი გახდა და, ახალი ამბების გარდა, საავტომობილო რჩევები, ისტორიული ამბები და TOP-ებიც მოიცვა. საიტს ასევე დაემატა ვიდეოს განყოფილებაც.

2020 წლიდან CrystalAuto.ge-ზე უნიკალური კონტენტი და ახალი ამბები ყოველდღიურად ვრცელდება, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოში საავტომობილო კულტურის განვითარება.

სარედაქციო ჯგუფისთვის მომხმარებლის ინტერესი უმთავრესია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავტომობილო სამყაროში მიმდინარე მოვლენები და საინტერესო ისტორიები მაქსიმალურად ოპერატიულად მოგაწოდოთ.