Aa Aa
19 ოქტომბერი 2020  |  13:32

2022 წლის Kia Sportage-ის რევოლუციური დიზაინის რენდერები

Sportage-ის ახალი მოდელი Hyundai Tucson-ს დაემსგავსება

საიდუმლო არაა, რომ Kia Sportage-ის ახალ თაობაზე მუშაობს. მიმდინარე წლის აგვისტოში ქროსოვერის გარეგნობაც ვიხილეთ, თუმცა, მას შემდეგ მწარმოებელი დამატებით ინფორციასა და დეტალებს საიდუმლოდ ინახავდა. ახალი Sportage-ის პაპარაცული სურათების გავრცელებიდან ერთი თვის შემდეგ, Kia-მ დაადასტურა, რომ მოდელის დებიუტი მომავალი წლის აპრილში შედგება.

Tucson-ისგან შთაგონებული დიზაინერული შტრიხებით AtchaCars-ი შეეცადა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ახალი თაობის Sportage-ი.

დიზაინერი ხსნის, რომ მაღალი ალბათობით, ახალი Sportage-ის პროფილი Hyundai Tucson-ს დაემსგავსება. წინა და უკანა დეტალები ნაკლებად დრამატული იქნება. კორპუსის კონტურები კი უფრო გლუვი და მარტივი უნდა იყოს.

ახალ მოდელი, Tucson-ის მსგავსად, დახრილი სახურავით იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ზომაში Sportage-ი შესაძლოა ოდნავ გრძელიც იყოს.

მეხუთე თაობის Sportage-ი Tucson-ის ძრავის სპეციფიკაციებსა და ტექნოლოგიებსაც აირეკლავს. ევროპაში 1.6-ლიტრიანი, ტურბინიანი, ბენზინის და დიზელის ძრავა იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-სთვის კი 2.5 ლიტრიანი, ატმოსფერული 4 ცილინდრიანი ძრავა და 1.6 ლიტრიანი ჰიბრიდ ვერსიები იქნება განკუთვნილი. მოგვიანებით კი „ფლაგ ინ“ ჰიბრიდების გამოჩენაცაა დაანონსებული.

გაზიარება: