ჰიბრიდი, ჰიბრიდული, ასტონ მარტინი, ვი 6
Aa
Aa

„ასტონ მარტინის“ ყველაზე მძლავრი ძრავა ახალი V6 ჰიბრიდი იქნება

Aston Martin-მა ახალ V6 ძრავაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ახალ ძალოვან აგრეგატს Valhalla-ს შუაძრავიან ჰიბრიდულ სუპერქარში 2022 წლიდან ვიხილავთ.

Aston Martin-მა კომპანიის პირველი ჰიბრიდული V6 ძრავის დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ახალი ძრავა Valhalla-ს სუპერქარისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც 2022 წელს ვიხილავთ. ახალი ძალოვანი აგრეგატი კომპანიის შიგნით TM01-ის კოდით არის ცნობილი. TM-ის დასახელება „ასტონ მარტინის“ 1950-იანების ინჟინრის ტადეკ მარეკის პატევსაცემად არის შერჩეული.

ახალი 3-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V6 1968 წლის შემდეგ პირველი ძრავაა, რომელიც  „ასტონ მარტინმა“ თავად შეიმუშავა და აწარმოა. ახლა ძრავა ოფიციალური დინო-ტესტების ბოლო ეტაპებზეა და უკვე ცნობილია, რომ ეს ყველაზე მძლავრი აგრეგატი იქნება და ჯამური ცხენის ძალა DBS Superleggera-ს 715 ცხენზე მეტი იქნება. Plug-in ჰიბრიდის ვერსიაც მოსალოდნელია.

ახალი ძრავის კომპაქტურობის მიზნით ტურბინები ცილინდრებს შორის მოათავსეს. ძრავის ჯამური წონა 200 კილოგრამზე ნაკლებია.

 „ასტონ მარტინი“ აცხადებს, რომ „ძრავის ცხენის ძალის და მაბრუნი მომენტის მაჩვენებელი თითო მოდელში განსხვავებული იქნება.“ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძრავას ბრიტანული მწარმოებლის სხვა მოდელებშიც ვიხილავთ, მათ შორის 2023 წლის Vanquish და DBX Hybrid.

 „ასტონ მარტინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი პალმერმა ინტერვიუში თქვა, რომ „კომპანიის საკუთარ ძრავებში ინვესტიცია, სერიოზული ნაბიჯია და განვითარების მრავალნაირ პერსპექტივას ხსნის. ჩვენი გუნდისთვის ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ამას ვუყურებთ, როგორც ერთგვაროვან გამოწვევას. ახალი ძრავის პოტენციალზე დიდ იმედებს ვამყარებთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები