Aa Aa
11 თებერვალი 2021  |  12:14

AUDI 90 QUATTRO IMSA – ავტომობილი რომელმაც ამერიკა დაადუმა

გერმანულმა საოჯახო ავტომობილმა, რომელიც აღჭურვილია არც ისე დიდი 2.2 ლიტრიანი ძრავით და აქვს სულ რაღაც 5 ცილინდრი, კონკურენცია გაუწიოს ისეთ მანქანებს როგორებიცაა მასლქარები.. ეს შესაძლებელია? დასაწყისისთვის ყველა ერთხმად ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო გერმანული 2,2 ლიტრიანი საოჯახო ავტომობილი და მძლავრი „ამერიკული კუნთები“ შეჯიბრში ერთად გვეხილა.

1986 – B ჯგუფის დასასრული

1986 წელს რალის მსოფლიო ჩემპიონატში ისტორიული მომენტი დადგა: ჯგუფი ბი გაუქმდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ უსაფრთხოების ზომები საკმარისად დაცული არ იყო. ძლიერი ავტომობილების დამორჩილება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ეს AUDI SPORT QUATTRO S1–ის კარიერის დასასრულს ნიშნავდა, რადგან ის ჯგუფი A-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

1987 – Pikes Peak

Audi -ის უკვე გამოვლენილი ქონდა თავისი ხასიათი რომელიც გამოიხატებოდა მის წარმატებით ასპარეზობაში და პირველობაში. იგი წარმატებით გამოდიოდა ცნობილ ამერიკულ Pikes Peak რალიში. Audi- ის გუნდი ზედიზედ 6 წლის განმავლობაში არავის უთმობდა პირველობას. გუნდი 4 ჯერ Sport Quattro S1 –ით ასპარეზობდა, ბოლო გამოსვლა კი 1987 წელს ჰქონდა.

1988 – Trans – Am Series

Audi- ს ჯგუფს უკვე ნებართვა ჰქონდა მიღებული, რომ მიეღო რბოლაში მონაწილეობა.  პრიორიტეტი წრიული რბოლა იყო. მათ აიღეს Sport Quattro და გაუკეთეს მოდიფიცირება, რომლისგანაც მიიღეს AUDI 200. სწორედ ამ მანქანით დადგა გუნდი American Trans Am – ის სერიებში სასტარტო ხაზზე.

ავტომობილი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 1988 წელს 13 -დან 8 რბოლაში მან პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, რაც იმას ნიშნავდა რომ 1988 წლის სეზონის თასი გერმანელთა გუნდს ეკუთვნოდა. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა ამერიკელების ღირსება შელახა. American Trans-Am Series – მა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: 1988 წლის შემდეგ მათ აკრძალეს სრული ამძრავი ავტომობილების რბოლაში მონაწილეობა. Audi 200 იყო ერთადერთი ავტომობილი Trans – Am ის ისტორიაში, რომელიც იყო სრული ამძრავი.

Audi-ის არ უყვარდა მკაცრი წესები და უფრო მეტად შეზღუდვები. მათ ეძებეს და მიაგნეს ახალ რბოლას ა.შ.შ.-ში – GT Championship IMSA . სწორედ ამ ჩემპიონატისთვის Audi-ს გუნდმა შექმნა ახალი სარბოლო მოდელი GTO Audi 90 Quattro IMSA , რომელიც აღჭურვილი იყო 2,2-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ძრავით.

[ArticleBannerPlaceholder]

თავისუფლება იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ზემოთ ხსენებული სარბოლო მოდელი GTO Audi 90 Quattro -ს და მისი სერიული მოდელი Audi 90 ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ერთადერთი საერთო იყო ის, რომ ორივეს ჰქონდა ფოლადის სახურავი. სარბოლო Audi 90 იყო უზარმაზარი და განიერი მონსტრი, რომლის გულიც გამოიმუშავებდა 720 ცხენის ძალას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ლეგენდარული Audi Sport Quattro –ს გაუმჯობესებული ვერსია და  მისი მთავარი „იარაღი“ სისტემა Quattro.

მისი ძარა შედგებოდა ფოლადის ჩარჩოსგან , სადაც მოთავსებული იყო უზარმაზარი ძრავა. ძარის ყველა დანარჩენი დეტალი გარდა სახურავისა პლასტმასისგან იყო დამზადებული , რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებდა.

Audi  ამერიკაშიც უნდა გამხდარიყო წარმატებული. კომპანიას ჰქონდა რამდენიმე მოდელი გაუმჯობესებული სიმძლავრით, რომელიც სერიულ წარმოებაში იყო. როდესაც ავტობრენდი პოპულარულია ავტოსპორტში, როგორც წესი, მწარმოებული ვარაუდობს, რომ ეს ამერიკელ მყიდველთა შორის უკვე  მეტ პოპულარობას ნიშნავს.

სამწუხაროდ, 1989 წელს Audi-მ IMSA 2 რბოლა გამოტოვა და სხვა მონაწილეებს საკმაოდ ჩამორჩა.

საბოლოოდ, Audi – ს გუნდმა 13-დან 7 რბოლა პირველობით დაასრულა, მაგრამ ჩემპიონატის მოგება ვერ შეძლო.

1990 წლის დასაწყისში Audi 90-ს ტრიუმფში ყველა დარწმუნებული იყო. ბევრისთვის მოულოდნელად მოხდა შემდეგი ფაქტი: კომპანიამ უარი თქვა IMSA – ში მონაწილეობის მიღებაზე და გადაწყვიტა ისევ DTM -რბოლებში დაბრულებულიყო, რომელიც გერმანიაში ტარდებოდა.

ამასთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანიაში Audi 90 IMSA Quattro-ს ნარჩენები, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ როგორც საოჯახო ავტომობილის Audi 90 -ს. ამერიკელები მისი დაბალი ძრავის გამო მანქანას სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად Audi -ს 1989 წელსაც და დღესაც შეუძლია იამაყოს თავისი რეპუტაციით და კვლავ შემოგვთავაზოს ახალი სარბოლო მონსტრები, რომელიც ლეგენდარული სრული ამძრავი სისტემით – Quattro-თი იქნება აღჭურვილი.

 

გაზიარება: