Aa Aa
10 თებერვალი 2021  |  10:38

Top 10 ტრენდი 2000-იანების ავტომობილებში, რომლებიც გვენატრება

ავტოსამყარო ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმოუდგენლად სწრაფად განვითარდა. დიზაინები ერთმანეთისგან ძნელად გასარჩევი გახდა. ტექნოლოგიებიც შეიცვალა. ავტომობილებმა გამონაბოლქვის და სხვა რეგულაციების მკაცრი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ცოტა უკან რო გავიხედოთ, დავინახავთ იმ ამაღელვებელ, ცმირე თუ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც ავტოინუსტრიამ უკან მოიტოვა და ჩვენ ამაზე გული გვწყდება.

 

10. ამოსაწევი მაშუქები

ავტომობილის ენთუზიასტების უმეტესობა გულის სირღმეში ჯერ კიდევ ბავშვია. ამოსაწევი მაშუქები კი ის მხიარულებაა, რომელზეც თავის დროზე ბევრი უარს ვერ ამბობდა. განურცევლად იმისა, ისინი აეროდინამიკულობის გამო მოგწონთ, თუ უბრალოდ სახალისოდ მიგაჩნიათ, ეს მაშუქები ნამდვილად ის დეტალებია, რასაც თანამედროვე ავტომობილებზეც სიამოვნებით ვიხილავდით. ეს ტრენდი 2000 დასაწყისში უკვე სულს ღაფავდა, მაგრამ, რამდენიმე მოღიმარი ავტომობილი გზებზე კიდევ შეგვხვდება.

 

9. ექსტრავაგანტული დიზაინები

კოპირებული დიზაინები თითქმის ყველა მდიდრული ავტომობილის მწარმოებლისთვის ნორმალური გახდა. 2009 წელს Mercedes-Benz C-Class-ის, E-Class-ისა და S-Class-ის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან მარტივი იყო. თითოეულ ავტომობილს უნიკალური დიზაინი ჰქონდა და განალებული მოდელის ნავაც ყოველთვის დასამასოვრებელი იყო. სამწუხაროდ, ხარჯების შესამცირებლად და რეგულაციების დასაცავად ექსტრავაგანტულ, უნიკალურ დიზაინებს სულ უფრო იშვიათად ვხვდებით.  

 

8. მაყუჩიდან გამომავალი ნამდვილი, ამაღელვებელი ხმა

მაყუჩიდან გამომავალი ხელოვნური ხმა, რომელიც დინამიკებიდან ისმის... ამის მიყიდვა ნამდვილი ენთუზიასტებისთვის ცოტათი შეურაცხმყოფელია, არა? „ყველაფერს იყიდით და მოგეწონებათ.. ინებეთ!“ - დაახლოებით ასე ჟღერს მათი შემოთავაზება. ძვირფასო ავტომწარმოებლებო, თუ ვინმე ამაღელვებელ სათამაშოზე $100,000+-ს ხარჯავს, მას სულ მცირე სურს, რომ მაყუჩიდან ნამდვილი ხმა გამოდიოდეს და, როცა ფანჯარას ჩაწევს, თითოეული ცხენის ხმა ესმოდეს. არც ისეთი უკანა ბამპერი ან მაყუჩის გარშემო დეტალებია საჭირო, რომელიც ავტომობილის შესაძლებლობებს არ შეეფერება.  

 

7. მექანიკური ხელის მუხრუჭი

ელექტრონული ხელის მუხრუჭების ადგილი მდიდრული ავტომობილის სალონებშია. ასევე მეგობრულ, ეკონომიურ ავტომობილებში. მაგრამ, ავტომობილები, რომლებიც ენთუზიასტებისთვისაა და მძღოლს მართვის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა სურს, ენატრებათ ის ხმა, რომელსაც ხელის მუხრუჭი გამოსცემს. ელექტრონული მუხრუჭი მძღოლში „ხულიგანს“ ვერ ათავისუფლებს.

 

6. ატმოსფერული ძრავები

ატმოსფერული ძრავის ამაღელვებელ ხმას არაფერი შეედრება. მცირე ზომის, ტურბოდაბერვის ძრავები საწვავის ეკონომიისა და სიმძლავრისთვის იდეალურია, მაგრამ ის ხმა აკლია, რომელსაც  ხელოვნურად ამატებენ. ფილტრებმა, რომელიც გამონაბოლქვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება, სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. 

 

5. მძღოლის დამხმარე ნაკლები ფუნქციები

გაიხსენეთ, როგორი იყო ტრასაზე საბურავების გაცვეთა ჩაჭიდების კონტროლის სისტემის გარეშე. კრუიზ კონტროლიც ყოველთვის სანდო არაა. ABS სისტემას და ავტომატურ დამუხრუჭებას ბევრი ადამიანის სიცოცხლე უხსნია. მაგრამ, სხვა სისტემებმა მძღოლები მოადუნა, გააზარმაცა. ზოგი მძღოლი ამ სისტემებზე დამოკიდებული გახდა. ტრეკზე ფოკუსირებული ავტომობილები ნაკლებად რთული და შედარებით მცირე რაოდენობის დამხმარე ფუნქციებით უნდა იყოს აღჭურვილი. მართვის რეჟიმების გადაჭარბებული რაოდენობა მძღოლებს საქმეს ურთულებს.

 

4. მარტივი ინტერიერები

მრავალფეროვანი სინათლეები, თხელი ეკრანები, კონფიგურაციული ინსტრუმენტთა დაფა მდიდრული ავტომობილისთვისაა. მთავარი კითხვა ისაა, თუ რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი მძღოლზე ორიენტირებულ ავტომობილებში. დავუტოვოთ ფუფუნების საგნები მდიდრულ ავტომობილებს. დანარჩენებში კი პრაქტიკული, ადვილად გამოსაყენებელი სალონები გვინდა.

 

3. მექანიკური გადაცემათა კოლოფი

გადაცემათა კოლოფები ბოლო 20 წლის განმავლობაში კარგის მხრივ შეიცვალა და განვითარდა. ავტომატური გადაცემათა კოლოფები, რომლებიც არასათანადოდ მუშაობს, თითქმის აღარ გვვდება. რობოტიზირებული კოლოფები სიჩქარეებში თვალის დახამხამებაზე სწრაფად გადადის. თუმცა, ენთუზიასტების გულები კვლავ მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს ეკუთვნის. მსუბუქწონიან ავტომობილებში მექანიკური გადაცემათა კოლოფები ძალიან ამაღელვებელია: Toyota Supra, Alfa Romeo 4C... ვინც მსგავს ავტომობილებს ყიდულობს, მათ მართვის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა სჭირდებათ.

 

2. მოკრძალებული ცხაურები

ავტომწარმოებლები ცხაურების დიზაინზე ბევს მუშაობენ და ერთმანეთს უკვე თითქოს იმაში ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო დიდი ზომის, ან ექსტრავაგანტულ ცხაურას შექმნის. ზოგჯერ დიდი ზომის ცხაურა ავტომობილს უხდება, მაგალითად, Rolls-Royce Phantom VIII-ს. სხვა შემთხვევაში გიგანტური ცხაურის სინდრომი კატასტროფით სრულდება. გახსოვთ ის დრო, როცა Lexus-სა და BMW-ს ნორმალური ზომის ცხაურები ჰქონდა?

 

1. მექანიკური სიმარტივე

პრობლემების დიაგნოსტირება წარმოუდგენლად კარგი ტექნოლოგიების წყალობით ხდება. ისეთის, როგორიცაა OBD-II. დიაგნოსტიკის შემდეგ კი ამ ავტომობილების შეკეთება, ბევრი ელექტრონული კომპონენტისა და დიდი რაოდენობის სადენების გამო, რთულია. ავტომწარმოებლები თავიანთ ავტომობილებს სულ უფრო მეტ ფუნქციას უმატებენ. ეს ძირითადად კარგია, სანამ კვირას გასეირნეიბისას თქვენს ავტომობილში რომელიმე მათგანი არ გაფუჭდება. პრობლემის დადგენა და შეკეთება თქვენს დიდ დროს, ბევრ ფულსა და ნერვებს წაიღებს.

 

 

 

გაზიარება: