Aa Aa
15 იანვარი 2021  |  14:00

ოფიციალურად: Alpine-ი და Lotus-ი ელექტრო სპორტულ ავტომობილს ერთობლივად შექმნის

პროდუქტი 2025 წლისთვის შეიქმნება და ის ორი ყველაზე მსუბუქი ავტომობილის სახელის გაერთიანება იქნება.

ავტოსამყაროში სიმსუბუქესთან ასოცირებული ავტომწარმოებლისგან მძიმე წონიანი ამბები ვრცელდება. Alpine-მა და Lotus-მა გუშინ დაადასტურეს, რომ ისინი საერთო ელექტრო ავტომობილს შექმნიან. უფრო კონკრეტულად კი, სრულად ელექტრო ავტომობილი სპორტული ხასიათის იქნება.

ორივე კომპანიის მხრიდან მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. წყაროებზე დაყრდნობით ახალი ავტომობილი 2025 წლისთვის უნდა გამოჩნდეს და ის Alpine A110-ს ჩაანაცვლებს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვფოკუსირდებით იმაზე, რომ საბოლოოდ ამაღელვებელი ავტომობილი მივიღოთ.“ - განაცხადა Renault-ის ხელძღვანელმა, ლუკა დე მეომ.

დამატებით კომპანიები სერვისის საერთო მომსახურებას შექმნიან, რომელიც ორივე კომპანიის ინჟნრებს გააერთიანებს. ახალი პლატფორმა Alpine-ის Formula One-ისა და Formula E-ს რბოლებსაც დაუჭერს მხარს.

„ორივე კომპანიას უდიდესი მემკვიდრეობა აქვს და ზუსტად ეს არის ჩვენი მღელვარებისა და ინტერესის მიზეზი.“ - ამის შესახებ Alpine-ის ხელმძღვანელი, ლორენ როსი აცხადებს.

განწყობას ვერ მალავს Lotus-ის ხელმძღვანელიც, ფილ პოფანიც, რომელიც ამ ორი ბრენდის გაერთიანებით „უბრალოდ ამაყია“. „ჩვენს კომპანიებს მრავალი საერთო აქვთ მსუბუქი წონის ავტომობილების აწყობიდან დაწყებული, საჩემპიონო სარბოლო ავტომობილების შექმნამდე დასრულებული. ეს ორი კომპანია ამ საქმიანობას შთამბეჭდავად ასრულებს.“ - განაცხადა პოფანმა.

გაზიარება: