Aa Aa
3 თებერვალი 2021  |  11:54

ჰოთ როდების ისტორია: ნათელი და ბნელი მხარეები

ტერმინი ჰოთ როდი პოპულარული 1940-იან წლებში გახდა, თუმცა  მსგავს ავტომობილებს ენთუზიასტები ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს  ქმნიდნენ. ეს მანქანები ძირითადად დაბალი ბიუჯეტით ან საერთოდ უფულოდ იწყობოდა, მათ მიერ, ვინც ავტოსამყაროზე უზომოდ შეყვარებული იყო.

ზოგ მათგანს უბრალოდ თავის მოწონება უნდოდა. მთავარი მიზანი იყო დაემტკიცებინათ, რომ ნაკლები ფულითაც შეიძლება იყო ავტომოყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ჰოთ როდზე საუბრისას ხაზი ყოველთვის მის სიჩქარეს და მართვადობას ესმებოდა, ის ყოველთვის დაკავშირებული იყო სოციალურ სტატუსთან, თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობასთან. სწორედ ეს ემოციური დატვირთვა ასხვავებს ჰოთ როდებს სხვა ავტოფარეხებში აწყობილი სარბოლო მანქანებისგან და აძლევს მეტ მნიშვნელობას, ვიდრე უბრალოდ ლექსიკონში სიტყვას. 

როგორ დაიწყო ყველაფერი?

კალიფორნია, განსაკუთრებით კი მშრალი ტბების რეგიონი სამხრეთ ნაწილში მიიჩნევა ჰოთ როდების სამშობლოდ. უკანა ეზოს მექანიკოსობა იმ დროს კალიფორნიაში ძალიან პოპულარული იყო. ჯართის ნაწილებით აწყობილი სარბოლო ავტომობილებით ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მაშინ ისეთ პატარა ქალაქებში, როგორებიცაა პასადენა, გლენდეილი და ბურბანკი რბოლებისთვის ბევრი ადგილი იყო. ორი ავტომობილი ცოტა “როდერს” თუ ჰყავდა, შესაბამისად სარბოლო ავტომობილები ყოველდღიურობაშიც გამოიყენებოდა.


ყველაზე ადრეული ჰოთ როდები იყო Ford Model T ან Model A - იაფი, მსუბუქი, სახურავის გარეშე და ერთი ადგილით. მანქანისთვის ნაკლებად საჭირო ნაწილების მოშორება პირველი პროცედურა იყო. მათ შორის საქარე მინისაც და იმ ყველაფრის, რაც წონას შეამცირებდა და აეროდინამიკას გააუმჯობესებდა. საბოლოოდ, კლასს კუპეები და სედანებიც შეუერთდა. ეს მანქანები უფრო მძიმე იყო და უფრო მეტ ცვლილებას საჭიროებდა. აჭრიდნენ სახურავს და ადაბლებდნენ, ხრიდნენ საქარე მინას.  



უკან დიდი ზომის საბურავებს უყენებდნენ. წინ პატარა ან საშუალო ზომის საბურავებს ტოვებდნენ იმისთვის, რომ მანქანა წინ ყოფილიყო გადმოხრილი და ქარის წინააღმდეგობა შეესუსტებინა. 

„ფორდის“ პრიალა V8 ძრავები 1932 წელს გამოჩენის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. წარმოება მილიონებს აღწევდა. ისინი ადვილად ხელმისაწვდომი და იაფი იყო. მისი დიზაინი კი კრეატივს აღვიძებდა. ქარხნული 85 ცხენის ძალას ავითარებდა. პირველი მოდიფიკაციები ძირითადად მაყუჩემის მოშორება, გამონაბოლქვის მილების გასწორება-გადიდება და „კარბიურატორების“ დამატება იყო. ეს ყველაფერი აორმაგებდა ავტომობილის შესაძლებლობებს და ხანდახან საათში 170 კილომეტრსაც აღწევდა.



ჰოთ როდები ოქროს ერა

მეორე მსოფლიო ომმა ადრეული ჰოთ როდების ხანას ბოლო მოუღო, თუმცა არა მთლიანად ჰოთ როდების ციებ-ცხელებას. ჯარისკაცებმა თავისი ჰოთ როდები ეზოებში, უმცროსი ძმების მზრუნველობაში დატოვეს. გადაიღეს სურათები და თან წაიღეს. ავრცელებდნენ ყველგან, სადაც შეეძლოთ, ლაპარაკობდნენ ყველასთან, ვინც მოუსმენდათ. ესენი იყვნენ ძირითადად ახალგაზრდა ჯარისკაცები სხვა ქვეყნებიდან. ომის დასრულებასთან ერთად მოსახლეობაში ჰოთ როდერობის ბუმი დაიწყო.



ჯიბეში ფულით, მექანიკოსის და მეტალზე მუშაობის უნარებით, ჯარში მიღებული გამოცდილებით და ოცნების მანქანის აგების უდიდესი სურვილით, უამრავი ადამიანი სამხრეთ კალიფორნიის მშრალი ტბებისკენ გაემართა. ამ ყველაფერს ქუჩაში გამართული საშიში და ხშირად ფატალური რბოლები დაემატა. ახალგაზრდა ჰოთ როდერები ცდილობდნენ თავიანთი და ავტომობილების შესაძლებლობების გამოვლენას. ჰოთ როდების რბოლები საზოგადოების ყურადღების მიპყრობის კარგი საშუალება გახდა, რაც ნელ-ნელა პრობლემად იქცა. ჩამოყალიბდა ბანდები. როკ ენ როლთან ერთად ჰოთ როდერობა ამერიკის ახალგაზრდობის ბნელ მხარედ იქცა.

იმისათვის, რომ ჰოთ როდერობისადმი უარყოფითი განწყობა შეემცირებინათ, მსგავსი ავტომობილების პირველი გამოფენა 1948 წლის იანვარში მოეწყო.  ეს გამოფენა ხაზს უსვამდა ინჟინრულ უნარებს და ამ მანქანების უსაფრთხოებას. ღონისძიებას 10 000 ადამიანი დაესწრო. ორი წლის შემდეგ რობერტ ი. პეტერსონის მიერ დაარსებულმა ჰოთ როდ ჟურნალმა, რომელიც პირველად გამოფენის კიბეებზე გაიყიდა, 300 000-იან ბრუნვას გადააჭარბა.

ენთუაზიასტების ჟურნალებმა, როგორიცაა Hot Rod ორგანიზაციები, როგორებიცაა Southern California Timing Association (SCTA) და National Hot Rod Association (NHRA) ცდილობდა წაეშალა ჰოთ-როდის, როგორც ეროვნული საფრთხის სახე. მათი მიზანი იყო ჰოთ როდერებსა და პოლიციას შორის კავშირის დამყარება. იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინათ ქუჩის რბოლები, ორგანიზებას „დრეგ“ რბოლებს უწევდნენ. ბევრმა ენთუზიასტმა სპეციალურად ამისთვის ავტომობილების აწყობა დაიწყო. სხვები აგრძელებდნენ ქუჩაში რბოლას და Street Rods უწოდებდნენ. მასგავსი რბოლა შუქნიშნებთან იწყებოდა. ახალ, გარეგნობაზე ორიენტირებულ მანქანებს ეძახდნენ customs. როგორც ადრეული ჰოთ როდები, ისინიც იყვნენ იაფი „ფორდები“, „შევროლეები“ და „მერკურები“. იმ განსხვავებით, რომ იყო ახალი მოდელები და არა ჯართი უკანა ეზოდან.



Customizing აკეთებდა იმავეს, რასაც ჰოთ როდინგი ძრავისთვის. ფავორიტი ტექნიკები მოიცავდა სახურავის გადაჭრას, დადაბლებას, მანქანის დახრილობა უკანა საბურავებისკენ იყო. დაამატეს უკანა თვლის ფრთის გარსშემომდენი. ჭარბობდა ქრომირებული ნაწილები, დაწყებული დისკების ხუფებიდან, დასრულებული გვერდითა გამონაბოლქვის მილებით. როცა საქმე საღებავს ეხებოდა, ყველანაირი ხარჯი გამართლებული იყო. მოგვინებით ინდივიდუალიზმის მეტი გამოხატვის მიზნით, ექსტერიერს ზოლები და ცეცხლის ალები დაამატეს,რაცმალევებანალურობაშიგადაიზარდა.

კონკურენცია იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქუჩებში საუკეთესო მანქანები სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა. ძირითადად რბოლებზე ან გამოფენებზე გამოდიოდნენ.  მიუხედავად ჰოთ როდების სიყვარულისა ახალგაზრდებში, ჰოთ როდინგ ღონისძიებები საშუალო ასაკის ავტომოყვარულებშიც პოპულარული გახდა.



1960-იანებში პოპულარობა „მასლ ქარებმა“ მოიპოვა. უზარმაზარი ძრავებით, როგორებიცაა  Chevy 396, 409 და 427; Ford 390 და 427; Chrysler 440 და 426 Hemi.

მოგვიანებით პონის მაგვარი მანქანების: „მუსტანგებისა“ და კამაროების დრო დადგა, რომლებიც მაშინდელ საწვავის კრიზისს კარგად ერგებოდა. ევროპულმა და იაპონურმა მანქანებმაც ნელ-ნელა ფეხი მოიკიდა. ასე დასრულდა ჰოთ როდების ოქროს ერა. მაგრამ მიეცა წარსული დავიწყებას.?  

80-იანებში ახალგაზრდების ჰოთ როდებისადმი ინტერესის ცეცხლი ჩაქრა, თუმცა ალი არ გამქრალა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ნოსტალგია და ახალგაზრდობის მეამბოხე სული, მიდრეკილება კრეატიულობისკენ. ამ ყველაფრის წყალობით ჰოთ როდერობა დღესაც არსებობს და ვითარდება.



ისევ კალიფორნია იყო ადგილი, სადაც ჰოთ როდერობა სიცოცხლეს აგრძელებდა. ეს იყო პატარა კლუბების Los Angeles Roadsters და Bay Area Roadsters დამსახურება, რომლებმაც თავისი სტილიზებული ავტომობილებით შტატის ტრასებზე შორ მანძილზე მოგზაურობა დაიწყეს. ეს ავტომობილები ძირითადად 20-იანების, 30-იანების და 40-იანების უსახურავო, ერთადგილიანი ვარიაციები იყო. მოგვიანებით ეს ყველაფერი ავტოჟურნალებში აისახა და სხვა ეტაპზეც გადავიდა, ოჯახურ პიკნიკებშიც კი გადაიზარდა.

მეორე ბანაკში, სამხრეთ კალიფორნიის Chicano კულტურაში უპირატესობას დაბალი კლირენსის როდებს ანიჭებდნენ. ძირითადად ეს მანქანები იყო 1963-64 წლების ლიმიტირებული გამოშვების Chevrolet Impala. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მანქანის საღებავს. სალონში უნდა ყოფილიყო ხავერდის საფარი, ხოლო საბურავებზე თეთრი რგოლი.

და დღეს?

დღეს ჰოთ როდერობა ძალიან პოპულარულია და ბიზნესშიც მტკიცედ აქვს ფეხი მოკიდებული. ის, რაც ყოველგვარი ფინანსების გარეშე დაიწყო, დღეს ფულის შოვნის კარგ საშუალებად იქცა. The National Hot Rod Association-მა შესაძლებლობა გამოიყენა და თავდაპირველი ქუჩის დრეგ რბოლები დიდ ღონისძიებებად აქცია, რასაც ყოველ წელს მილიონობით დოლარი მოაქვს. პეტერსენის „ჰოთ როდ“ ჟურნალი ისევ არსებობს და უზარმაზარ იმპერიად იქცა. როდების მონაწილეობით გამართული ღონისძიებები საჯარო ადგილებში როგორც წესი უქმეებზე ტარდება და უამრავ მაყურებელს იზიდავს.  

საკამათოა, რამდენად აღიარებულია ჰოთ როდების მნიშნელობა მსოფლიო მასშტაბით, თუმცა Plymouth Prowler-ის, Panoz AVI-ისა და Chrysler PT Cruiser-ის მსგავსი მანქანები არა მხოლოდ ასაკით ახალგაზრდების, არამედ გულით ახალგაზრდების სიყვარულსაც იმსახურებს. ისინი ყოველთვის იქნება უფრო დიდი მნიშვნელობის, ვიდრე უბრალოდ ერთი სიტყვა უცხოსიტყვათა ლექსიკონში.  

გაზიარება: