Aa Aa
5 მარტი 2021  |  13:05

ავტოგლამური - იტალიური დიზაინი

ავტომობილის ვიზუალი ყოველთვის მის უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყველა მწარმოებელი მუდმივად ცდილობს მიმართოს სხვადასხვა ხერხს, რათა მომხმარებლისთვის სასურველი ვიზუალი შექმნას. იტალიური სტილი, დიზაინი ყოველთვის და ყველა სფეროში თავისი პოპულარობით და საზოგადოების მხიდან დიდი ინტერესით სარგებლობს. იტალირი ბრენდები ყოველთვის განსხვავებულია თავისი ვიზუალით, რამაც შესაბამისად სხვა ავტომწარმოებლების მხრიდან კონკურენცია გამოიწვია, თუმცა ფრაზა „ყველა გზა რომში მიდის“ ზუსტად ამ თემას შეესაბამება. იტალიური საავტომობილო დიზაინი დღემდე ინარჩუნებს მონოპოლისტურ მდგომარეობას ავტოსამყაროში. მის რიგებს წარმოადგენენ ისეთი ცნობილი ავტოდიზაინერები და კომპანიები, როგორებიც არიან Pininfarina, Giugiaro, Bertone, Zagato, Italdesign, Sergio Coggiola და სხვები.

წარსული რომ გავიხსენოთ, ჩვენთვის ძალზედ ნაცნობ მოდელებს აღმოვაჩენთ. ეს ავტომობილები ცნობილი ბრენდების და იტალიური დიზანის ურთიერთშეთანხმების საფუძველზეა შექმნილი. ისინი შეიძლება ძალიან ბევრ ჩვენგანსაც კი ჰყავდეს დღემდე მოხმარებაში, ან ყოველდღიურად გვხდებოდეს თბილისის ქუჩებში. გაგიკვირდებათ და ეს ავტომობილები არიან,WV Golf 1, Opel Astra G, Alfa Romeo 164, Suzuki SX4 და სხვები.


Volkswagen Golf 1 (Giugiaro)



Opel Astra G Coupe (Bertone)


Alfa Romeo 164 (Pininfarina)



Suzuki SX4 (Italdesign Giugiaro)


რაც შეეხება ელიტარულ მოდელებს, ამ სეგმენტში იტალიური დიზაინის სკოლა გაცილებით ცნობადია, ვიდრე ყოვედღიური მოხმარების ავტომობილებში. აქცენტები ყოველთვის სუპერქარებზე კეთდებოდა და ტრადიციულად ყოველწლიურ ავტოშოუებზე თავისი პროტოტიპული მოდელების პრეზენტაციებით დიდ გაოცებას იწვევდა. ავტოგლამურში ჩვენ სწორედ ამას ვგულისხმობთ.

1991 წელს, ტოკიოს ავტოშოუზე Italdesign-მა წარმოადგინა BMW Nazca M12-ის პროტოტიპული მოდელი, რომელიც, როგორც ავტოკრიტიკოსები აღნიშნავდნენ, დროს წინ უსწრებდა. ერთი წლის შემდეგ ამ მოდელის პრეზენტაცია ისევ შედგა, ამჯერად უკვე განახლებული BMW Nazca C2 მოდელით, რომელიც BMW-თვის ისევ პროტოტიპად და საპრეზენტაციო მოდელად დარჩა.



BMW Nazca M12 Italdesign (1991)



BMW Nazca C2 Italdesign (1992)

1998 პარიზის ავტოშოუზე, ყველასთვის შესამჩნევი გახდა Bertone-ეს დიზაინის მქონე Lamborghini Pregunta, რომლის ძარა მთლიანად კარბონს წარმოადგენდა და V12 ტიპის 530-ცხენისძალიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი. კარბონის ძარის და მისი დეტალების მქონე „ჰიპერქარების“ ტენდენციაც ამ მოდელის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.



Lamborghini Pregunta Bertone (1998)

აქვე აღსანიშნია, ერთი ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტი, რომელიც Giugiaro-ს და Bugatti-ს უკავშირდება. 2016 წელს ავტოსამყაროს Bugatti Chiron-ი მოევლინა, რომელმაც უაღრესად დიდ წარმატებას და პოპულარულობას მიაღწია. ეს მოდელი არაერთი რეკორდის მფლობელია, როგორც მისი წინამორბედი Bugatti Veyron-ი. თუმცა, 1999 წელს Bugatti-ის სამოდელო სიაში პროტოტიპის დონეზე Chiron-ის მოდელი უკვე არსებობდა, რომლის დიზანიც Giugiaro-ს მიერ იყო შექმნილი. ამ მოდელმა სინათლე მხოლოდ 17 წლის შემდეგ იხილა.



Bugatti 18/3 Chiron Giugiaro (1999)


იტალიურ დიზაინს ყველგანმავალ ავტომობილებზეც აქვს ნამუშევარი, რასაც 2000 წლის ჟენევის ავტოშოუზე წარმოდგენილი საკმაოდ დიდი ზომის Coggiola T-Rex მოწმობს. იგი Hummer H1-ის 6.5-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით იყო აღჭურვილი  და სულ რაღაც 10 წლის წინ მისი საწყისი ფასი 800 000 ამერიკულ დოლარს აღემატებოდა. ეს მოდელი მსოფლიოში დღემდე მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად არსებობს. სწორედ ეს კრტერიუმი განაპირობებს მის მიმართ ინტერესს და მის ღირებულებასაც ზრდის.

Coggiola T-Rex (2000)

70-იანი წლების „ფერარებიდან“ მოყოლებული, უახლესი „ჰიპერქარებით“ დამთავრებული, იტალიური დიზანის შემოქმედებას უამრავი სუპერ ავტომობილის ისტორიაში შევხდებით, თუმცა, როგორც დასაწყისში აღინიშნა, მოცემული დიზაინის კომპანიები მხოლოდ ამ სეგმენტის ავტომობილების დიზაინით არ შემოიფარგლება. ბოლო პერიოდში მათი ხელი ძალიან ბევრ განვითარებად ბრენდში შეიმჩნევა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილ, ჩინურ ავტოწარმოებაში იტალიელი დიზაინერები მონაწილეობას ძალიან აქტიურად იღებენ. თანამედროვე და ტენდენციური დიზაინის შექმნა, როგორც ჩანს, ჩინურ ავტოინდუსტრიაში პრიორიტეტია, რის გამოც უამრავი ჩინური ბრენდი იტალიელ დიზაინერებს საკმაოდ სოლიდურ თანხებს სთავაზობს, რასაც პროფესიული კუთხით თუ შევხედავთ, რატომაც არა?! თუმცა, ამ ყველაფერს ავტოგლამურთან კავშირი არ აქვს.

გაზიარება: