2020 BMW M340i „აუდის“ Nardo Gray საღებავით
ყველაზე მძლავრი და ძვირიანი მე-3 სერიის M340i ვარიანტი წლევანდელი სამოდელო რიგის სათავეში დგას. ამ პოზიციას ცოტახანი კიდევ შეინარჩუნებს, სანამ წელს მოგვიანებით ნამდვილი M3 არ გამოვა. ვებ-გვერდის კონფიგურატორში ძალიან დიდი არჩევნის წინაშე დადგებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო Audi RS სერიის ინდივიდუალური Nardo Grey ფერის არჩევის შესაძლებლობაა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ნარდოს ნაცრისფერის“ მსგავსი ტონალობის მქონე M340i-ზე ვისაუბრებთ, რომელიც კარბონის სახურავით, დიფუზორითა და M Perfomance-ის რამდენიმე დეტალით არის აღჭურვილი.
ახალი შეფერილობის M340i პირველად ბრიტანეთის ერთ-ერთ სადილეროში შეამჩნიეს. მისი ფასი 60 000 ფუნტის ფარგლებში მერყეობდა, რომლიდან £4 500 მხოლოდ საღებავის ღირებულება იყო.

BMW-ს ახალი ფერის არჩევის შემთხვევაში მე-3 სერიის შეკვეთის დროს კიდევ 6-8 კვირა დაემატება, რადგან ამ ფერის მიღების ტექნოლოგიით ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქარხანაა აღჭურვილი. შესაბამისად ამ ეტაპზე ეს ფერი მხოლოდ მე-3 სერიის ავტომობილებისთვისაა ხელმისაწვდომი.
უცნაური ფერის გარდა, M340i M Perfomance-ის ნაწილებითაა აღჭურვილი, როგორებიცაა უფრო დიდი მუხრუჭები და უკანა დიფუზორი. Merino Red ტყავის სალონი ავტომობილის ექსტერიერთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის.
ამერიკული ბაზრისგან განსხვავებით, ევროპაში M340i-ის ფურგონის ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება, ასევე, როგორც დიზელზე მომუშავე M340d. საკმაოდ მძლავრი ძრავის და ბევრი მაბრუნი მომენტის მქონე ფურგონი ოჯახის წევრებთან შორ მანძილებზე მგზავრობისთვის იდეალური იქნება.

კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს