კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება: გურჯაანში მსუბუქი ტაქსის მძღოლებს ახალი რეგულაციები გააცნეს
Aa
Aa

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება: გურჯაანში მსუბუქი ტაქსის მძღოლებს ახალი რეგულაციები გააცნეს

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა.

შეზღუდვა არ ეხება შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, თუმცა მსუბუქი ტაქსის მძღოლებს, რომლებიც გურჯაანში მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან, შეზღუდვები დაუწესდათ.

მსუბუქი ტაქსის მძღოლებს ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა ეკრძალებათ. ასევე მგზავრი წინა სავარძელზე არ უნდა იჯდეს და ჩაწეული ფანჯრებით უნდა იმოძრაონ. ეს გადაწყვეტილება გურჯაანელ ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს.

„გურჯაანში მოძრავი მსუბუქი ტაქსები ჩვენი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების ძირითადი საშუალებაა და ფაქტობრივად, წარმოადგენს შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, მათ ეს აკრძალვა (საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის) არ ეხებათ. მაგრამ, ჩვენი მოსახლეობის ვირუსისგან დაცვისთვის, მგზავრთა გადაყვანის წესებზე, დავაწესეთ გარკვეული შეზღუდვები. აქვე გეტყვით, რომ უკვე კვირაზე მეტია, მერიამ მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა, რათა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამუშავება. მოვუწუდებ მძღოლებს, დაიცვან აღნიშნული წესები, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე“. - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

წესების დაცვას მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური შსს-თან ერთად გააკოტროლებს.

მსგავსი სიახლეები