Aa Aa
9 მაისი 2021  |  12:54

BMW M3 და M4: ცეცხლოვან რბოლაში ჩამოყალიბებული

მას შემდეგ, რაც 1986 წელს პირველი BMW M3-ის დებიუტი გაიმართა, საკულტო სპორტული მოდელი ისეთივე წარმატებული იყო ტრეკზე, როგორც საქალაქო გზებზე.

ავტოინჟინერიის ის გამოცდილება და განვითარება, რასაც დღეს ვხედავთ, მსოფლიოს ყველაზე რთული ტრასების გავლის, შეცდემობის დაშვებისა და სწავლის შედეგი გახლავთ. ავტოსპორტის ყველაზე ძლიერ წარმომადგენლებთან შერკინება BMW-ს ისეთი მოდელების შექმნაში დაეხმარა, რომლებსაც გზებზე ვმართავთ და მუდმივი ღიმილის მომგვრელია. რაც ყველაზე მთავარია, ამ ავტომობილების მართვა დიდ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული.

პირველად M-ის ემბლემა 1978 წლის M1-ზე ვიხილეთ. ეს ავტომობილი წარმატებული სარბოლო ისტორიით არ გამოირჩეოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველი თაობის M3 ვიხილეთ ყველაფერი შეიცვალა. არცერთი BMW არ იყო „ტრეკიდან გზამდე“ მიდგომის ისეთი მატარებელი, როგორიც ლეგენდარული M3. ამ ავტომობილის გამოჩენა მუდმივად ლამაზი სანახავი იყო. მისი დამსახურებით BMW-მ თავისი სარბოლო და სპორტული კონცეფციები ფართო აუდიტორიას გააცნო.

დღეს კი ჩვენ უახლეს BMW M3 Competition-ს და ბზინვარე BMW M4 Competition-ს ვხედავთ, რომლებიც 40 წლიანი გამოცდილებისა და უდიდესი ცოდნის ანარეკლია.

BMW M3-ის წარმატებული დასაწყისი


BMW Motorsport GmbH-ის მნიშნელოვანი წვლილით შემუშავებული BMW M3 ყველაზე აგრესიული მძღოლებისთვის პროექტდებოდა. ამ ყველაფერს საოცარი სარბოლო წარმომავლობა უწყობდა ხელს. შედეგად კი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ სპორტულ ავტომობილს ვიღებდით.

1987 წელს, BMW M3-ის გამოჩენისას, გუნდმა მსოფლიოს, ევროპის, გერმანული და იტალიური შეჯიბრებების ტიტულები მოიპოვა. ამასთანავე, Silverstone Tourist Trophy-სა და Spa-ს 24 საათიანი გამძლეობის რბოლებში პირველი ადგილი დაიმსახურა.

BMW-ს გუნდს რობერტო რავალია, ჯონი ჩიკოტო და ემანუელ პირო უძღვებოდნენ. სარბოლო ტრეკზე გაჩაღებული ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გახლდათ. სხარტ M3-ს წინააღმდეგობის გაწევა ცეცხლოვან Ford Sierra Cosworth-თან უწევდა. საოცარი დაპირისპირება Monza-დან Nurburgring-მდე გაგრძელდა და Macau-ს ქუჩებიც მოიცვა.

BMW M3 1987 წელს World Rally Championship-შიც ასპარებოდა. ბერნან ბეგუინის გამაოგნებელი მოჭიდებისა და მანევრების წყალობით M3-მა Tour de Corse-ზე გამარჯვება მოიპოვა.

ბრიტანული რბოლის მოღვარულებს გეტყვით, რომ BMW M3 ყველაზე ცნობილი British Touring Car Championship-ის გამარჯვებით გახდა. პირველად ტიტული ფრენკ სიტნერმა, 1988 წელს მოიგო. 1991 წელს კი ჩემპიონობა ვილ ჰოიმ მოიპოვა.

სარბოლო გამოცდილება, შექმნილი გზისთვის



BMW M3-ის საქალაქო გზებისთვის გამოშვებული ავტომობილით მსურველებმა ყველაზე მეტად 1989 წელს წარმოებული Evo მოდელით იჯერეს გული. მას დამატებით 20 ცხენისძალა, უფრო გრძელი წინა გამყოფი, ღრმა უკანა ფრთა, მსუბუქი კორპუსის პანელები და ჯამურად უკეთესი წარმადობა ჰქონდა. ამ ვერსიას უფრო დახვეწილი M3 Sport Evolution-ი მოჰყვა, რომლის სარბოლო მოდელსაც 374 ცხენისძალა გააჩნდა. ეს 1987 წელს გამოშვებულ პირველ BMW M3-ზე 78-ით უფრო მეტი გახლდათ. ტრიუმფი არ წყდებოდა. BMW M3-ი Touring Car-ის ტიტულებს აგროვებდა და სახელს იხვეჭდა. მოგვიანებით კი უფრო სპორტული და აგრესიული ავტომობილი ვიხილეთ.

1992 წელს E30 BMW M3-ის შემცვლელი E36-ის სახელით გამოჩნდა. მისი სარბოლო ვერსია კი M3 GTR-ი გახლდათ. ამ ავტომობილს განიერი გვერდები და უფრო გამოკვეთილი უკანა ფრთა ჰქონდა. ისევე, როგორც მისმა წინამორბედბა, მყისიერი წარმატება ამ ავტომობილმაც მოიპოვა. ჯონი ჩიკოტომ გერმანიის ADAC GT Cup-ი 1993 წელს მოიგო.

BMW M3-მა პირველობას აშშ-შიც მიაღწია. Prototype Technology Group-ი BMW M3-ებით GT-ი კლასში ასპარეზობდა და ამერიკის უმაღლესი სარბოლო სერიები 1996-დან 1998 წლამდე მოიგო. 1997 წელს კი ბილ აუბერლენმა მძღოლის ტიტული მოიპოვა.

Nordschleife-ს და Le Mans-ის დისტანციების დაფარვა


BMW M3-ის გლობალური წარმატების მიუხედავად, მისი ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილი Nordsdchelife გახლავთ. 22 კილომეტრიანი წრე, რომელიც ეიფელის ტყეში დამტანჯველად იკლაკნება, მსოფლიოს ყველაზე რთული სარბოლო ტრასად ითვლება.

შესაბამისად, Nurburgring-ის 24 საათიანი რბოლა ყველაზე რთულია გამძლეობის რბოლებს შორის. რბოლები ნებისმიერ ამინდში ტარდება. M3-ის წარმოების განმავლობაში BMW M3-ს Nurburgring-ის 24 საათიანი შეჯიბრება 10-ჯერ აქვს მოგებული.

BMW-ს M3 კიდევ ერთ ყველაზე ცნობილ გამძლეობის რბოლაში ჰყავს მაღალ პოზიციაზე დასმული. 1999 წლის BMW V12 LMR sports prototype-ით გამარჯვების შემდგომ, BMW-მ Le Mans-ის 24 საათიანი რბოლისგან 11-წლიანი პაუზა აიღო. 2010 წელს კი M3 E92-ით დაბრუნდა. 

წარმატება DTM-ში.


2012 წელს, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, BMW გერმანიაში დაფუძნებულ Deutsche Tourenwagen Meinsterschaft-ს დაუბრუნდა და „მწარმოებლის“ და „მძღოლის“ ტიტულები ბრუნო სპენგლერის ლიდერობით მოიგო. გამოცდილ მძღოლს წინააღმდეგობის გაწევა Audi-სა და Mercedes-Benz-ის გუნდებთან უწევდა.

DTM-ში BMW-ს ახალი სპორტული სტანდარტის - M4-ის - გაცნობაც მოხდა. სამოქალაქო გზებზე გადასაადგილებელი მეოთხე სერიის დებიუტი 2014 წელს გაიმართა. ის როგორც კუპე, ისე კაბრიელეტ ვერსიებად გამოდიოდა. რთულად გამოსაცნობი არ იყო, რომ მალე მის სარბოლო ვერსიას ვიხილავდით და ლეგენდარული სპორტული ხაზის გამგრძელებლად მოგვევლინებოდა. ასეც მოხდა.

BMW-ში შიდა კონკურენცია იყო გაჩაღებული. DTM-ში წარმატება კი მძიმე შრომით იყო მოპოვებული. BMW-ს დიდიხანს ლოდინი არ მოუწია. 2014 წელს მარკო ვიტმანმა BMW M4-ით ჩემპიონობა მოიპოვა. 2016 წელს კი იმავე მძღოლმა M4-ის მემკვიდრეობა კიდევ უფრო გაამდიდრა.

მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით დაპროექტებული


ბოლო წლებში, BMW M4, GT4 კატეგორიის სარბოლო კლასის დამწყებთათვის, ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილია. მისი სხარტი და აგრესიული ხარისიათი ზუსტად ისეთ აღიარებას იმსახურებს, როგორიც თავდაპირველად პირველი თაობის M3-ს მოჰყვა. დროთა განმავლობაში ამ ავტომობილს უფრო და უფრო მეტი მძღოლი და სარბოლო გუნდი ირჩევს. შესაბამისად წარმატებაც მზარდია. BMW M4 GT4-ს ევროპის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის შეჯიბრებების ტიტული აქვს მოპოვებული.

2000 წელს, BMW-მ სარბოლო პროგრამებისა და საქალაქო ავტომობილების სიმბიოზური ურთიერთობა შეაჯამა: მათი თქმით, რბოლაში მიღებულმა გამოცდილებამ, მათ ის ცოდნა მისცა, რამაც ავტოსამყაროში ერთ-ერთი ყველზე დინამიკური ავტომობილები დაბადა. სპორტულობისა და წარმადობის მწვერვალების მიღწევა მწარმოებელმა სწორედ სარბოლო ტრეკზე მოპოვებული გამოცდილებით შეძლო.

ეს მიდგომა დღესაც გრძელდება. 2022 წელს ჩვენ გამძლეობის რბოლისთვის სრულიად ახალ M4 GT3-ს ვიხილავთ. წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება კი მოდელიდან მოდელში უფრო წმინდა სახით გადადის.

გაზიარება: