Aa Aa
31 მარტი 2020  |  18:23

10 ავტომობილი საქართველოში, რომელიც ავტომოყვარულს ყველაზე მეტად არ უყვარს

ყველა ავტომობილს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე, გემოვნებაც ინდივიდუალურია, თუმცა ნებისმიერი ავტომობილი დროში გადის გამოცდას და მხოლოდ ამის შემდეგ ყალიბდება ავტომოყვარულების წარმოდგენა და შესაბამისი მოდელიც სტატუსს იძენს. ამ სიაში ის მოდელები გვხვდება, რომლებსაც საკმაოდ ბევრი ძლიერი მხარე აქვს, თუმცა ავტომოყვარულების მხრიდან საყვარელი ავტომობილის სტატუსი ვერ მოიპოვა.

10. Opel Vectra A

 

ეს ავტომობოლი საქართველოში დიდ ხნის განმავლობაში პოპულარულობით სარგებლობდა. ეს დამოკიდებული იყო იმ ფაქტორებზე, რომ ჩვენი რეალობისთვის ყველანაირად მორგებული, იაფი, ადვილად მოსახმარი, საიმედო და ეკონომიური იყო. მიუხედავად ამისა, ავტომოყვარულებში ამ ფაქტორებმაც კი ვერ განაპირობა, რომ ამ მეტად მოთხოვნად მოდელს საყვარელი მანქანის სტატუსი მოეპოვებინა.

9. Mercedes Benz 190 E

 

მერსედესმა ამ კომპაქტური მოდელის შესაქმნელად ძალიან დიდი რესურსი დახარჯა. იმედი გამართლდა. ევროპის კონტინენტზე ერთერთი წარმატებული მოდელი გახდა და მისმა გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებლებსაც კი მიაღწია. არც საქართველოში სარგებლობდა ნაკლები პოპულარობით. ეს მოდელი ძალიან საიმედოა, უძლებს დროს და იაფია ექსპლუატაციისთვის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს ავტომობილი რომელიმე ავტომოყვარულის გულში დიდ ადგილს იკავებდეს.

8. Alfa Romeo 156

 

იგი წარმოადგენს იტალიურ სტილს. რაც არ უნდა დიდ საცობში იმყოფებოდეს, თქვენს თვალში ყოველთვის მოხვდება. საკმაოდ ლამაზი ინტერიერიც აქვს. თუმცა ეს არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე მომხმარებლის ყურადღება მიექცია. თავისი არასაიმედობით მისი ყიდვის სურვილი საქართველოში, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანების თუ გააჩნია.

 7. Volkswagen New Beetle

 

ამ მოდელის წინამორბედი მსოფლიო ავტოწამორმოებაში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ავტომობილია. სწორედ ამ ტენდეციას უნდა გაჰყოლოდა ახალი მოდელიც. ნაწილობრივ ასეც გამოვიდა. ქართულ ბაზარზეც დიდი დაინტერესება გაჩნდა, თუმცა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი ავტომოყვარულები საკმაოდ პრეტენზიულები არიან. თავისი საუცხოო დიზანის გამო არ უყვართ ეს ავტომობილი, რაც მისი შექმნის იდეას წარმოადგენს, სწორედ ამიტომაც თბილისის ქუჩებში უკვე ძალიან ცოტა ეგზემპლიარს თუ შევხდებით.

6. Ford Focus

  

ეს ბრენდი ავტოინდუსტრიაში წარმოადგენს გიგანტს, თუმცა ჩვენს მშობლიურ მიწაზე ძალიან დაბალი რეიტინგით სარგებლობს. ეს კონკრეტული მოდელი კი მის ერთერთ წარმატებად არის აღიარებული. გამოშვებიდან 1 წელიწადში მან ევროპის საუკეთესო ავტომობილის ტიტულიც კი მოიპოვა, მაგრამ ჩვენი ავტომოყვარულებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ევროპისგან განსხვავებით, ჩვენს რეალობაში არა თუ საუკეთესო ავტომობილის სტატუსი ვერ მოიპოვა, არამედ სასურველი მანქანების სიაშიც კი ვერ ხვდებოდა.

5. Land Rover Freelander 

 

ბრიტანელი ყველგანმავალი კარგი გამავლობით გამოირჩევა, საქართველოში ამ ბრენდს რეპუტაციაც საკმაოდ მაღალი აქვს. თუმცა ამ კონკრეტულმა მოდელმა, მიუხედავად დიდი იმედებისა, მაინც ვერ მოახერხა ქართველი ყველგანმავლების მოყვარულების გულის მოგება. მისი აგრეგატები და საკვანძო დეტალები დაბალი რესურსით გამოირჩევა, რამაც ეს მოდელი მალევე დაავიწყა ჩვენს ავტომოყვარულებს. დღევანდელი მონაცემებით მისი საბაზრო ღირებულება 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მისი კონკურენტების და ეს ყველაფერი გამოწვეულია მისი არასაიმედო აგრეგატების დაბალი რესურსით.

4. Mazda RX-8 

 

ეს ფუტურისტული იაპონელი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ავტომოყვარულებს ძალიან მოსწონთ. ვიზუალით არ ჩამოუვარდება გაცილებით ძვირ კონკურენტებსაც, თუმცა მისი მთავარი აგრეგატი ალბათ ყველა სხვა დანარჩენი ძრავებისგან გამოირჩევა მინიმალური რესურსით, რადგან მას გააჩნია როტორული ძრავი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძალიან ბევრი პრობლემა. მათგან ყველაზე მთავარი არის მისი სიცოცხლისუნარიანიობა. სწორედ ეს არის ის ერთადერთი და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ეს მოდელი არ უყვართ და ყველა ერიდება. შეგახსენებთ, რომ „მაზდა“ ერთადერთი ბრენდია მსოფლიოში, რომელიც სერიულ წარმოებაში დღემდე როტორულ ძრავებს იყენებს.

3. BMW X3 

 

ამ ბრენდის მიმართ, ქართველი ავტომოყვარულები სხვა დანარჩენისგან, ალბათ ყველაზე დიდი ერთგულებით და სიყვარულით გამოირჩევიან. განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, ეს მოდელი ერთადერთია, რომელმაც შეძლო და იმედები გაუცრუა მის მოყვარულებს. დასახვეწი დიზაინი და ექსპლუატაციისთვის საკმაოდ ძვირადღირებული - ეს ის მიზეზებია რის გამოც არ უყვართ.

2. Opel Astra F Caravan 

შემოკლებით „ ფურგონი ასტრა“ იმ ავტომობილების სიას მიეკუთვნება, რომლის დანიშნულებაც მხოლოდ მანძილის დაფარვას წარმოადგენს. არანაირი კომფორტი, არანაირი ფუფუნება, არანაირი წახალისება და ინტერესი, მხოლოდ და მხოლოდ უემოციო მგზავრობა. ეს მახასიათებლები ამ მოდელს მეტად არასასურველს ხდის ყველა იმ ავტომოყვარულისთვის, რომლისთვისაც ავტომობილი გადაადგილების საშუალებაზე მეტია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი არის ყველაზე იაფი ჩვენს ბაზარზე. ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, მისი შენახვა ყველაზე ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს.არსებობის საშუალებას მას მხოლოდ ეს ფაქტორი უნარჩუნებს.

1. VAZ 2101

 

ალბათ უკვე აღარც გახსოვთ ეს ავტომობილი. დიდი ხანია რაც დავიწყებას მიეცა. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ერთი რამ ყველასთვის ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი თავისი მთლიანი „ვაზ“-ის ოჯახის შემადგენლობით დიდ ადგილს იკავებს ჩვენი დიდი თაობის წარსულში, დღეს ქართველ ავტომოყვარულებს ყველაზე მეტად არ უყვარს.

გაზიარება: