აუქციონი, მისტერ ბინი, მერსედესი, მერსედეს 500ი
Aa
Aa

„მისტერ ბინის“ Mercedes 500E აუქციონზე მეორედ მოხვდა

როუენ ატკინსონმა Mercedes 500E პირველად 1991 წელს იყიდა, ერთი წლის შემდეგ, რაც მისი უსაყვარლესი მისტერ ბინის პერსონაჟი ეკრანებზე გამოჩნდა.

აღნიშნული მოდელი ძალიან იშვიათია და დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 29 მარცხენასაჭიანი ეკზემპლარი დარჩა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ქარხნული 5-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, 0-100-მდე 5,5 წამში აღწევს და 260 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს, რაც 28 წლის წინ შექმნილი ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

რუენის მფლობელობაში ამ ავტომობილმა ყიდვიდან მხოლოდ 4 წელი გაატარა, რის შემდეგ უცნობი მიზეზების გამო მსახიობმა ავტომობილი სხვას მიჰყიდა. მეორე მფლობელს 500E თითქმის 23 წლის განმავლობაში ჰყავდა, სანამ როუენ ატკინსონმა ეს ავტომობილი 2017 წლის ივლისში უკან გამოისყიდა.

 

ამ ავტომობილის მეორედ ყიდვის მიზეზები უცნობია, შესაძლოა V8 ძრავის ხმა მოენატრა, ზუსტად ვერავინ იტყვის და არც მსახიობი ამჟღავნებს რატომ რატომ.

სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, 2019 წელს როუენმა Mercedes-ის კვლავ გაყიდვა გადაწყვიტა. იმავე წლის 25 მაისს აუქციონს მიმართა, სადაც ავტომობილი 19 758 ფუნტად გაიყიდა, რაც სხვა 500E-ს ფასსზე სამჯერ ნაკლებია.

როუენი ამ თანხით ცოტა უკმაყოფილო დარჩა, სამაგიეროდ, მყიდველს ძალიან გაუმართლა, რადგან იკონური პიროვნების და ასეთი საინტერესო ისტორიის მქონე კლასიკური ავტომობილი კარგ ფასში შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები