McLaren წელს ახალ ფლაგ-ინ ჰიბრიდს შემოგვთავაზებს
32 კილომეტრი ბენზინის გარეშე. „მაკლარენი“ ფლაგ-ინ ჰიბრიდს გამოუშვებს.
მაკლარენის ოჯახს მალე ახალი ავტომობილი შეუერთდება. ის იქნება უფრო იაფი, ვიდრე ამ მარკის სხვა ყველა ელექტრო მანქანა. უფრო ადვილად ხელმისაწვდომიც, ვიდრე P1 ან ბოლო მოდელი Speedtail.
მართალია, ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავა და ელექტრომოტორი ექნება.

P1-სა და Speedtail-ის განვითარებისას მიღებული გამოცდილების შემდეგ, კომპანია დარწმუნებულია, რომ ახალი აგრეგატი არა მხოლოდ გააუმჯობესებს მართვას, არამედ გამონაბოლქვსაც შეამცირებს. დეტალებს ჯერ არ ამხელენ, თუმცა ახალი აგრეგატის გამო მომატებულ წონას მანქანის სხვა განახლებული ნაწილებით დააბალანსებენ.
ახალი ავტომობილი ელექტრო ბატარეაზე 32 კილომეტრის გავლას შეძლებს.
ეს ახალი ფლაგ-ინ მოდელი, „მაკლარენის“ იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 2018 წლის „გუდვუდის“ ფესტივალზე წარადგინეს. 2025 წლისთვის 18 ახალი მანქანა უნდა გამოუშვან. ბევრი მათგანი საზოგადოების წინაშე უკვე წარსდგა: 600LT Spider-ი, Senna GTR-ი, Elva, 765LT და ა.შ.