Aa Aa
5 აპრილი 2020  |  13:17

სენსაციური სუპერქარი, რომელმაც დროს გაუსწრო: McLaren F1-ის დაბადება

ტიტული „ყველაზე სწრაფი” ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ავტომწარმოებლები ამ ტიტულის მოსაპოვებლად 60-იანი წლებიდან  იბრძოდნენ.

Lamborghini Miura, Ferrari 365GTB, შემდეგ Countatch და Testarossa, საუკუნის ბოლოს კი „ლამბორგინის“ ეშმაკი Diablo, „ფერარის“ უნიკალური და ლეგენდარული F-40 და F-50 მათი უმთავრესი კონკურენტი Porsche RUF CTR Bugatti-ს EB110 და Jaguar-ის XJ220.

ზემოთჩამოთვლილი სუპერქარები ერთმანეთის რეკორდებს ხსნიდნენ და აუმჯობესებდნენ. როდესაც არავინ დათმო – ბოლოს კონკურენცია სიგიჟეს დაემსგავსა.

ტიტულისთვის ყველაზე სწრაფი, ბრძოლა 1992 წელს შეწყდა, როდესაც ინგლისურმა ავტომწარმოებელმა McLaren-მა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი – F1 გამოუშვა.

ისტორია 1988 წელს დაიწყო, როცა McLaren-ის ფორმულა 1-ის გუნდმა 16 რბოლიდან 15 მოიგო და სეზონის გამარჯვებული გახდა.

კომპანიის პარტნიორებმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს, შეექმნათ უნიკალური ავტომობილი, რომელსაც ექნებოდა შეუდარებელი შესრულება, უმაღლესი სიმძლავრისა და წონის თანაფარდობა და ასევე გამოსადეგარი იქნებოდა ყოველდღიური მოხმარებისათვის.

ამ მიზნების მისაღწევად, „მაკლარენის“ მთავარი კონსტრუქტორი გორდონ მიურეი მიხვდა, რომ საჭირო იყო შეექმნა მძლავრი და მსუბუქი, ატმოსფერული V12-ით აღჭურვილი მოდელი, რომელიც არაერთი საპატიო წოდების მფლობელი გახდებოდა.

4-წლიანმა შრომამ და რაც მთავარია ფორმულა 1-ში დაგროვილმა უდიდესმა გამოცდილებამ, ასევე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებამ შედეგი გამოიღო.

ინგლისურმა ბრენდმა F1-ის მოდელის პრეზენტაცია პირველად 1992 წელს მონაკოში გამართა. შოუზე პოტენციურმა მყიდველებმა შეიტყვეს, რომ გამოშვებული იქნებოდა მხოლოდ 100 ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირი და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი იქნებოდა.

F1 გახდა პირველი სერიული მანქანა, რომლის ძარა შედგებოდა კარბონის ქსოვილისგან და გაძლიერებული პლასტმასისგან. დაკიდების სიტემაში ინჟინრებმა ალუმინი და მაგნეზიუმი ერთად გამოიყენეს.

მანქანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მძღოლის სკამი და საჭე განთავსებული იყო სალონის ცენტრში , მგზავრების სკამები კი ცოტა უფრო უკან.

ავტომობილის საერთო წონა 1140 კგ-ს შეადგენდა.

მსუბუქი წონა ერთ-ერთი თვისება იყო, რითიც მოდელი ფორმულა 1-ის ბოლიდს მონაცემებით ჰგავდა. ახლადშექმნილი სუპერქარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურძრავიანი იყო და მისი ორივე კარი ე.წ. butterfly doors-ის პრინციპით, ანუ ზემოთ იღებოდა.

ჩვეულებრივი F1 არ იყო აღჭურვილი უკანა სპოილერით , თუმცა მისი შასის ფორმა და უკანა დიფუზორი უზრუნველყოფდა მანქანისთვის ძლიერი აეროდინამიკის წარმოქმნას.

მანქანას გააჩნდა ასევე „ფრთების მოძრაობის” რამდენიმე რეჟიმი, რისი საშუალებითაც მძღოლს დამწოლი ძალის წარმოქმნის კონტროლი შეეძლო. დამუხრუჭების დროს ის ავტომატურად ირთვებოდა და დრაგ კოეფიციენტი 0.32-იდან 0.39-მდე იზრდებოდა. ეს ყველაფერი F1-ს სიჩქარის შემცირებაში ეხმარებოდა.

[ArticleBannerPlaceholder]

დინამიკოსი სტივ რენდლი ავტომობილის დაკიდების სისტემაზე იყო პასუხისმგებელი. რენდლის დავალება, F1 ყოველდღიურად გამოსაყენებელი და ტრეკზე/მანევრზე ორიენტირებული ყოფილიყო.

დინამიკოსმა ორ ურთიერთგამომრიცხავ ცნებას თავი გაართვა. F1-ის წონის გადანაწილება წინ 42% და უკან 58%-ს შეადგენდა.

„მაკლარენის“ მთავარი კონსტრუქტორი გორდონ მარი მოითხოვდა რომ ძრავი ატმოსფერული ყოფილიყო.

კონსტუქტორმა უარი თქვა სუპერქარში ტურბინის ან კომპრესორის გამოყენებაზე. მართალია ისინი გამომუშავებულ სიმძლავრეს ბევრად ზრდიდნენ, თუმცა რთული სისტემები მძღოლს ძრავის სრულიად კონტროლის საშუალებას არ აძლევდნენ.

პროექტის დასაწყისში „მაკლარენის“ 550 ცხენისძალიანი ,,გულის” ჩადგმა იგეგმებოდა, მარიმ კი ამისთვის Honda-ს მიმართა. იმ დროისთვის „ჰონდა“ „მაკლარენის“ უმთავრესი მიმწოდებელი იყო.

იაპონურმა გიგანტმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. წარუმატებელი აღმოჩნდა ასევე Isuzu-ს 3.5-ლიტრიანი პროექტიც. F1-ის კონსტრუქტორებმა უფრო აგრესიული ძრავა მოითხოვეს.

საბოლოოდ სუპერქარის აღჭურვაში ინტერესი BMW-მ გამოთქვა, რაზეც მარი სიამოვნებით დათანხმდა. ასე დაიწყო ახალი პროექტის შექმნა, რომელსაც სათავეში BMW Motorsport-ის განყოფილების ძრავების ექსპერტი – პოლ როშე ჩაუდგა.

ბავარიულმა გიგანტმა f1 ისთვის 6.1 ლიტრიანი, 60 გრადუსიანი V ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავი შექმნა.

48-სარქველიანი ძრავის შემადგენლობაში, კარბონის ქსოვილი და ტემპერატურის კონტროლისთვის ოქრო გამოიყენებოდა. თითო მანქანაში დაახლოებით 25 გრამი.

უნიკალური მეთოდების გამოყენებით 250-კილოგრამიანი ძრავის მგრეხავმა ძალამ 651 ნიუტონ მეტრს შეადგინა, სიმძლავრე კი 627 ცხენის ძალას გაუტოლდა.

ძრავის კომპრესია 11,1-ს შეადგენდა, რედლაინი კი 7500 ბრუნზე მდებარეობდა.

ძრავის შემშვები სისტემის საიდუმლო, რა თქმა უნდა, BMW M Power-ის დამოუკიდებელ – 12 დროსელში მდგომარეობდა, გამომშვებ სისტემაში კი ინჟინრებმა 4 კატალიზატორი გამოიყენეს.

ძრავის ტექნოლოგიების ცხრილშია BMW VANOS-ის მსგავსი VVT სისტემა, რამაც გამანაწილებელი ღერძის ფაზის ცვლილება სხვადასხვა ძრავის ბრუნზე მოახდინა.

1140-კილოგრამიანი სუპერქარის ძრავა იმ დროისთვის საუკეთესო ძალის და სიმსუბუქის შეფარდებას იძლეოდა, რაც ავტომობილის შემქმნელების მთავარი მიზანი იყო.

„მაკლარენის“ სიმძლავრე ერთ ტონაზე 550 ცხენის ძალას უდრიდა.
კონსტრუქტორებმა მიღებული სიმძლავრის მუხლა ლილვიდან გადაცემათა კოლოფამდე გადატანა 3 “პლიტიანი” კარბონის კონუსით შეძლეს.

[ArticleBannerPlaceholder]

სუპერქარის გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკური იყო, რომელიც ბრიტანულმა კომპანია Weismann-მა შეიმუშავა.

ავტომობილის ხიდი ტორსიონული შეზღუდული ბლოკირებით LSD, 40%-იანი ბლოკირებით გამოიყენებოდა.

McLaren F1-მა გამოშვებისთანავე სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მან ეს ტიტული 11 წელი შეინარჩუნა!

1998 წელს „ფოლკსვაგენის“ საცდელ ტრასაზე მაკლარენ F1-მა მსოფლიო სიჩქარის მორიგი რეკორდი დაამყარა. ბრიტანელმა პილოტმა ენდი ვოლასმა სუპერქარით 391 კილომეტრი საათი განავითარა.

McLaren-ის გუნდმა პროექტი წარმატებით დაასრულა. სულ 106 ავტომობილი გამოუშვეს. მათგან 69 ჩვეულებრივი საქალაქო ვერსია, 6 ლე მანს ვერსია, 3 GT ვერსია და 28 GTR ვერსიაა.

McLaren F1-ის ფასი 970’000 $-ი იყო, რაც მას იმ დროისათვის წარმოებულ ავტოებს შორის ყველაზე ძვირადღირებულს ხდიდა.

მოდელის გასაყიდი ფასი ამჯამად დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

McLaren F1-ის წარმოება 1998 წელს შეწყდა. მიუხედავად ამისა, ის დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სერიულ მანქანად მიიჩნევა.

 

გაზიარება: