Aa Aa
14 მარტი 2021  |  09:45

რალის ყველა დროის 10 საუკეთესო პილოტი

მსოფლიო რალის ისტორიაში ბევრი გამორჩეული პილოტია. მათგან ამორჩევა არც თუ ისე ადვილია. თქვენ აქ შეხვდებით რალის 10 საუკეთესო პილოტს, რომლებიც ავტოსპორტის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ გულშემატკივარს თავი პროფესიონალიზმით, ქარიზმითა და განსხვავებული მართვის სტილით შეაყვარეს.

 

ჰენრი ტოივონენი

 

ჰენრი ევროპის რალის ყოფილი ჩემპიონის პაული ტოივონენის შვილი იყო. წარმოუდგენლად სწრაფმა ფინელმა 1980 წელს 24 წლის ასაკში მოიგო დიდი ბრიტანეთის RAC რალი. სამწუხაროდ, მისი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული იმასთან, რაც 1986 წელს მოხდა. Tour de Corse-ს რბოლის დროს მისი ავტომობილი ხრამში გადავარდა. მანქანას ცეცხლი მოეკიდა და ტოივონენის და მისი მეწყვილის სერხიო კრესტოს დამწვარი სხეულები ავტომობილში იპოვეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდა.

ვალტერ რორლი

 

ეს ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი პილოტი იყო რალის ისტორიაში. 1980 წელს „ფიატის“ ავტომობილით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. 1982 წელს უკვე „ოპელის“ ავტომობილით ეს ტიტული მეორედ გაიფორმა. ჯამში მას რალის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლა 14-ჯერ აქვს მოგებული. ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც 1987 წლის 1987 Pikes Peak International Hill Climb-ში 11 წუთზე ნაკლებ დროში მიაღწია მწვერვალს. ,,გენიოსი ბორბლებზე“ - ასე უწოდებდა მას 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი ფორმულა 1-ში ნიკი ლაუდა.

ჰანუ მიკოლა

 

მისი კარიერის განმავლობაში, რომელიც 31 წელს გაგრძელდა, ძალიან ცოტა იყო, რისი მოგებაც მიკოლამ ვერ შეძლო. 1970 წელს მან რალიში მსოფლიო თასი მოიპოვა.  ორი წლის შემდეგ ის გახდა პირველი არანაციონალური პილოტი, რომელმაც East African Safari Rally მოიგო. 1978 წელს მსოფლიო პილოტის ტიტული ბიორნ ვალდეგარდთან წააგო. ეს ტიტული მან 1983 წელს „აუდით“ მოიპოვა. მისი კარიერა „მაზდაში“ დაასრულა.

კოლინ მაკრეი

 

5-გზის ბრიტანეთის რალის ჩემპიონის ჯიმი მაკრეის შვილმა 1991 და 1992 წლებში მოიგო ნაციონალური ტიტული. 1995 წელს რალის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ეს ტიტული მოიგო. ასევე - პირველი ბრიტანელიც. ასეთი მაღალი დონეებისთვის მეტჯერ აღარ მიუღწევია, მაგრამ მისი ყურება ყოველთვის საინტერესო იყო.  მისი შედეგია მსოფლიო ჩემპიონატში 146 რბოლიდან 25 გამარჯვება. 2007 წელს შვეულმფრენით ავარიისას მაკრეი, მისი შვილი და ოჯახის ორი ახლობელი დაიღუპა. ამ ამბავმა მთელს ავტოსამყაროს თავზარი დასცა.

კარლოს საინს

 

ამ პილოტს მსოფლიო ჩემპიონატში ყველაზე მეტ (196) რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის თავდაპირველად წრიული რბოლით იყო დაინტერესებული. საინსი ფორმულას „ფორდის“ გუნდის წევრი იყო. 1987-88 წლებში ესპანეთის რალის ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატში მას 26 გამარჯვება და 96 პოდიუმი აქვს. 1990 და 1992 წელს რალის მსოფლიო ჩემპიონატის პილოტის ტიტულიც მოიპოვა. 1998 წელს საინსმა RAC Rally-ის ტიტული წააგო, როცა მისი Toyota Corolla ფინიშის ხაზამდე სამას მეტრში გაჩერდა.

იუჰა კანკუნენი

იუჰა კანკუნენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია რალის ისტორიაში. მისი დებიუტი 1979 წელს 1000 ტბის რალის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა. ბოლოს მან მონაწილეობა 2010 წლის ფინეთის რალიში მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატში მას 162 რბოლიდან 23 აქვს მოგებული. მან ეს სამ სხვადასხვა გუნდში გააკეთა. 1987 წელს კანკუნენი „პეჟოდან“ „ლანჩაში“ გადავიდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მესამე ტიტული ამავე გუნდში მოიპვა. 1993-ში მეოთხე ტიტული „ტოიოტათი“ მოიგო.

მარკუს გრონჰოლმი

 

გრონჰოლმი ამ სიაში ჩვენი მეოთხე ფინელია. ის რალის რბოლებში 1989-2007 წლებში მონაწილეობდა. ნაწილობრივ 2009 და 2010 წლებშიც. მას ზედმეტსახელად „ჯადოსნურ მარკუსს“ ეძახიან. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2000 და 2002 წელს „პეჟოთი“ მოიპოვა. მას შემდეგ, რაც „პეჟომ“ შეწყვიტა რალიში მონაწილეობა, გრონჰოლი2006 წელს „ფორდში“ გადავიდა. ჯამში მოგებული აქვს 30 რალი და 542 საფეხური.

პეტერ სოლბერგი

 

მაკრეის ეპოქის შემდეგ „სუბარუს“ გუნდმა შეძლო დარჩენილიყო 2000-იანებში კონკურენტუნარიანი და ეს პეტერ სოლბერგის საშუალებთ მოახერხა. ზოლბერგი რალიში 1998-2012 წლებში მონაწილეობდა. ის არის საუკეთესო ნორვეგიელი პილოტი, ვისაც ამ რბოლებში მონაწილეობა მიუღია. მან 2003 წელს მან თავისი ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2014-2015 წლებში FIA World Rallycross-ის ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც გახდა. 

ტომი მაკინენი

 

ტომი მაკინენი უკვე 30 წლის იყო, როცა პირველად 1000 ტბის რბოლა მოიგო. მან დაკარგული დროის ანაზღაურება შეძლო. 1996-99 წლებში „მიცუბიშით“ ზედიზედ 4 ტიტული მოიგო. ის იმდენად ახლო იყო გუნდითვის, რომ მისი დიდებულების აღსანიშნად კომპანიამ ტომი მაკინენის ვერისია Lancer Evo VI გამოუშვა. მისი ბოლო გამარჯვება იყო მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს მონტე კარლოში, სადაც სებასტიენ ლოებს ჯარიმა მისცეს. 

 სებასტიენ ლოები

 

ლოებმა რალიში მონაწილეობა 1995 წელს დაიწყო და 2001 წელს გახდა Junior World Rally-ის ჩემპიონი. ერთი წლის შემდეგ ის ,,ციტროენის“ პილოტი გახდა. სხვა დანარჩენი კი ისტორიაა. იმავე წელს გერმანიის რალი მოიგო. 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პეტერ ზოლბერგთან ერთი ქულით დათმო. 2004 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო და მას შემდეგ კიდევ რვა გამარჯვება მოიპვა. 2005-12 წლებში, მან მხოლოდ 3 რბოლა წააგო, რომლებიც ასფალტზე იყო. მის რეკორს მხოლოდ სებასტიენ ოჟიე თუ დაემუქრება.

 სებასტიენ ოჟიე

 

ეს ფრანგია ამჟამად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. ოჟიეს წარმატებას ზოგი რალის გულშემატკივარი მხოლოდ მის ავტომობილს მიაწერს. თუმცა, შეუძლებელია, არ იყო კარგი პილოტი და 6 ტიტული ზედიზედ მოიგო... ერთი სეზონის ჩავარდნის შემდეგ კი ისევ მიაღწიო წარმატებას. (2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2020). მას ჯამში 2337 ქულა აქვს მოგროვებული. მსოფლიო ჩემპიონატში 50 გამარჯვებით და 7 ტიტულით, ის სებასტიენ ლოების შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი პილოტია.  

გაზიარება: