Aa Aa
4 სექტემბერი 2021  |  23:40

BMW 3.0 CSL-ი - 50-წლიანი სიყვარული

სიყვარული თქვენი ცხოვრების კურსს ცვლის. როდესაც გგონიათ, რომ ის იპოვეთ ფრთხილად უნდა იყოთ. ზოგჯერ თავდაპირველი ნაპერწკალი განქორწინებისთვის დაქირავებულ ადვოკატებში გადაიზრდება, ზოგჯერ კი უბრალოდ გაინტერესებს თუ როგორ ცხოვრობდი აქამდე მის გარეშე.

ზუსტად ასეთია მარიოსა და სურათებზე ნაჩვენები CSL-ის ურთიერთობაც, რომელსაც მყარი საძირკველი აქვს და უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ეს არის ისტორია ბიჭისა და ავტომობილის შეხვედრის შესახებ, რომელსაც 1973 წელთან მივყავართ.

ეს ყველაფერი გაზაფხულზე, პალერმოში მოხდა, როდესაც მარიო სახლისკენ ჩვეულ გზას მიუყვებოდა. ამ დროს მან ეს ავტომობილი დაინახა. 12 წლის ბიჭს Fiat Dino Coupe ხიბლავდა, თუმცა როდესაც მან თვალი CSL-ს მოჰკრა ამ ავტომობილმა მის გონებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის ავტომობილები უკვე ძალიან მიყვარდა არ ვიცოდი რამდენად იშვიათი იყო კარბურატორიანი CSL-ი. შესაბამისად, მანქანა არა მისი ღირებულებისა და იშვიათობის გამო, არამედ თავისთავად შემიყვარდა. გონებაში მისი ფერი მაშინათვე ჩამრჩა, მაგრამ ყველაზე მთავარი იქ ავტოსპორტით შთაგონებული დეტალები იყო,“ - თქვა მარიომ.

ფრთების ქრომირებული ზოლი, წონის დამზოგველი შეუღებავი დეტალების კონტრასტი, E9-ს მოხდენილი კორპუსი და “Golf Yellow” ფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სიყვარული ერთი დანახვით გაჩენილიყო. მარიოს CSL-ის მიმართ გაჩენილი ბრმა სიყვარული კი საბოლოოდ შორ პერსპექტივაში გაგრძელდა.

ეს მანქანა 1972 წელს იყო გამოსული და პირველ მფლობელზე - კარგი გემოვნების მქონე მეწარმეზე იყო გაფორმებული. მარიო ამ ავტომობილს ყოველი იმ მარშრუტის გავლის შემდეგ აწყდებოდა და აშტერდებოდა. მალევე მარიომ ამ მანქანის მფლობელის შვილის სახით ახალი მეგობარი შეიძინა. საბოლოოდ კი ეს ისტორია, მართვის მოწმობის აღების შემდგომ, მათი CSL-ით გადაადგილებით განვითარდა.

მარიო ამ ოჯახის მეგობარი გახდა. როდესაც კარიერის აწყობა დაიწყო CSL-ის შეძენაზე ბევრი იფიქრა, მაგრამ ამაოდ. ავტომობილი ოჯახის ერთი წევრის მფლობელობიდან მეორეს მფლობელობაზე გადადიოდა და თითოეული მათგანი გაფრთხილებული იყო, რომ გაყიდვის შემთხვევაში მარიო აუცილებლად შეიძენდა. „ჯერ არა“ მისთვის ჩვეულებრივ პასუხად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ამ მოდელის შეძენის აზრი მის გონებაში მუდმივად ტრიალებდა, დროთა განმავლობაში ეს „მუღამი“ ნელ-ნელა ქრებოდა. საბოლოოდ კი 2010 წელს ოჯახმა ამ ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა. მარიოს 37-წლიანი ლოდინი კი ბედნიერად დასრულდა.

ეს ავტომობილი არამხოლოდ მარიოსთვისაა გამორჩეული, არამედ CSL-ის სხვა მოდელებთან შედარებითაც განსაკუთრებულია. ეს საწარმოო ხაზის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახლავთ (ჯამში სულ იმ პერიოდში კარბურატორიანი CSL-ის 169 ეგზემპლარი არსებობდა). ვერსია European Tour Car Championship-სთვის BMW Motorsport-ისა და Alpina-ს მიერ ერთობლივად შექმნილი პირველი მანქანა იყო. 70-იანების ჩემპიონატზე CSL-ი სრულად დომინანტობდა. აქ მთავარი იდეა "CSL-ი" გახლდათ: გახადე უფრო მსუბუქი.

„კარები, კაპოტი, საბარგულის პანელები ალუმინისგან არის დამზადებული. წინა ბამპერი BMW-მ მოაცილა, ხოლო უკანა ბამპერი მეტალის ნაცვლად პლასტმასისგან არის დამზადებული. Scheel-ის სავარძლებს თავის მისადები არ აქვს. სალონის ჭერის სამოსი მსუბუქი შავი ტექსტილითაა დამზადებული, ინტერიერის ხალიჩები ჩვეულებრივ E9-სთან შედარებით თხელია. არასტანდარტული და უფრო მსუბუქია საქარე მინაც. დანარჩენი შუშები ე.წ. Perspex-ით არის ჩანაცვლებული. დისკები 14-იანი Alpina-აა. გარდა ამისა, გამორჩეულია Momo-ს მიერ სპეციალურად Alpina-სთვის დამზადებული საჭეც.

იმ დროისთვის წონის შემცირებით კიდევ ერთი სახელგანთქმული მანქანა Porsche Carrera 2.7 RS-ი იყო, რომელიც BMW-ის გამოსვლის შემდეგ გასაჯაროვდა. ის ზუსტად იმ პრინციპებით წარმოებული მოდელი იყო, რომელზეც CSL-ი იყო დაფუძნებული. კომპანია Glaverber-ი კი ორივე მათგან აწვდიდა თხელ საქარე მინებს. ეს კი საინტერესო კავშირი გახლავთ.

ინტერნეტში ასეთი დეტალების გაგება საკმაოდ გასართობია, თუმცა, ამ ავტომობილით სიცილიაში მზის ჩასვლის დროს გასეირნებით დროს უკეთესად გაატარებთ. მარიო კლასიკური ავტომობილების ბიზნესში უკვე დიდიხანია ჩართული და მისი ბავშვობის საოცნებო მოდელის მონეტარული ფასიც კარგად ესმის. თუმცა, ამ მანქანას მისთვის საერთოდ სხვა განზომილების სენტიმენტალური ღირებულება აქვს. როგორ ჩანს, მარიო და CSL-ი ცხოვრების ბოლომდე მეგზურები იქნებიან. 

გაზიარება: