Aa Aa
17 აპრილი 2020  |  11:00

Lotus-ი სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

ახლო მომავლაში Engineered by Lotus-ის ლოგოს სხვადასხვა ავტომობილზე ვიხილავთ

„ლოტუსი“ იმ კომპანიების სიაში შედის, რომლელსაც ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების ქცევების მიუხედავად თავდაპირველი იდეები და პრინციპეპი არასდროს შეუცვლია. ერთმა ტრენდმა გვერდით ვერ აუარა: „ლოტუსისგან“ სუვსაც ვიხილავთ. ამ ერთს ვაპატიებთ, რადგან მათი მოდელების უმეტესობა მსუბუქი და სწრაფი ავტომობილებია, რომელიც მართვის შეგრძნებებზეა ორიენტირებული. კომპანიის ყველაზე „კომფორტული“ და ძვირადღირებული ავტომობილი Lotus Evora არის, რომელიც ზამშის საჭის მქონე კარტინგს ჰგაავს. ეს ცუდი არაა, რადგან მისი მართვა ძალიან სასიამოვნოა. „კომფორტულ“ Evora-ში ინფორმაციულ-გასართობი სისტემა არ არის და ვის სჭირდება?! მაშინ, როდესაც თქვენს უკან მდებარე კომპრესორიანი V6-ის ჟღერადობა ისმის. ავტომობილს შესაძლებლობების ზღვარზე სიარული უყვარს და თუ მძღოლი ამას შეძლებს, მაშინ მიხვდება „ლოტუსი“ რა ჯიშის ცხოველია. 

 

„ლოტუსი“ თავისი წარმატების ფონზე ახალი მოდელების შექმნას და ახალი ბაზრის წილის მოპოვებას აპირებს. 3 Eleven-ის მსგავსი ლიმიტირებული წარმოების მოდელების იდეას კომპანიის შიგნით ძალიან პოზიტიურად უყურებენ. ბრიტანული ავტომწარმოებელი მსგავსი მოდელების გამოშვებას აპირებს, მაგრამ ჯერ ახლანდელი მოდელები უნდა გადაამუშაონ. „ჩვენს კომპანიას აქვს ამის რესურსი, მაგრამ მანამდე ჯერ სხვა პროექტები უნდა დავასრულოთ. პრიორიტეტული ახალი მოდელების გამოშვება და სამოდელო ჩამონათვალის გაზრდაა,“ - აცხადებს კომპანიის მთავარი ინჟინერი მეტ ვინდლი. სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით, რომლებიც თავიანთ ავტომობილებს ასევე ლიმიტირებულ სერიებად უშვებენ, „ლოტუსის“ მოდელები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ფასად იყიდება, რაც კომპანიის ერთ-ერთი ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს.


Lotus 3-Eleven

„ლოტუსის“ ინჟინრები Lotus Evija-ს პროექტი თითქმის დაასრულეს, ამიტომ კომპანიამ მეტი რესურსი საკონსულტაციო ბიზნესისთვის გამოყო. „Lotus Engineering საკონსულტაციო დეპარტამენტი კომპანიის საკმაოდ ძლიერი ბიზნეს ერთეულია. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან ექსკლუზიურ პროექტებზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ჩვენ არ გვინდა, რომ ინჟინრების გუნდი ჩვენი პროექტებიდან მოცდნენ, რათა ჩვენს გეგმას არ ჩამოვურჩეთ და ამავდროულად დამკვეთის პროექტზეც რომ ვიმუშაოთ. ჯერჯერობით არაფერია დამტკიცებული, მაგრამ ძალიან ბევრი დისკუსია მიმდინარეობს.“-  გვიამბობს მეტ ვინდლი.

„ლოტუსის“ ბრენდს სხვადასხვა ავტომობილის ნაწილებზე იხილავთ. ერთობლივი პროექტები, ყოველთვის გამოირჩეოდა. ამის მტკიცებულება ლეგენდარული Ford-Lotus Cortina და მალაიზიური ავტომწარმოებლის Proton Satria GTI და Proton Satria Neo R3 Lotus Racing-ია.

გაზიარება: