Aa Aa
17 ნოემბერი 2021  |  14:32

ისტორია იმისა, თუ როგორ იქცა VW Beetle „მეხუთე ბითლად“

Volkswagen Beetle როკ მუსიკის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, მაშინ, როცა იან მაკმილანის ლეგენდარულ ფოტოზე შემთხვევით აღმოჩნდა. ფოტოზე The Beatles-ის წევრები ზებრას ები როუდ სტუდიასთან კვეთენ. თეთრი VW Beetle კი კადრში ჰარისონის უკან ჩანს და ის წესების დარღვევით არის დაპარკინგებული. დარღვევას ამ ტიპს დიდ ბრიტანეთში „ტროტუარს“ უწოდებენ.

ეს ლეგენდარული ფოტო 1969 წლის 8 აგვისტოს 11:35-ზე გადაიღეს. იდეალური კადრის შესარჩევად იან მაკმილანს მხოლოდ 10 წუთი ჰქონდა, სანამ პოლიცია მოძრაობას აკავებდა. სულ 6 ფოტო გადაიღო, რომლებიდანაც მაკარტნიმ საუკეთესო აარჩია. ლივერპულელ ოთხეულს წინ ლენონი მიუძღვება. მას რინგო სტარი მიჰყვება, შემდეგ - მაკარტნი, ბოლოს კი - ჯორჯ ჰარისონი.   

1969 წლის 26 სექტემბერს ჯგუფის უკანასკნელი, მეთერთმეტე ალბომი “Abbey Road” გამოვიდა. გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, ალბომმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და „ბითლომანია“ კიდევ უფრო გაახანგრძლივა.

თვითონ ალბომის ფოტოს გარშემო კი ბევრი კითხვა გაჩნდა. მაგალითად, რატომ იყო მაკკარტნი ფეხშიშველი. თუმცა, მოტორისტების ყურადღება კადრში შემთხვევით მოხვედრილმა თეთრმა Volksagen Beetle-მა მიიპყრო, რომელსაც მოგვიანებით „მეხუთე ბითლი“ შეარქვეს. ავტომობილი კადრში ჯორჯ ჰარისონის უკან ჩანს და ის წესების დარღვევით, ნახევრად ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე და ნახევრად ქუჩაზეა დაპარკინგებული. ამ ფოტომ დიდი ბრიტანეთის ქუჩებში პარკირების დიდი პრობლემა წარმოაჩინა.

სანამ ქვეითები ჯგუფის წევრების ქუჩის კვეთის ლიმიტირებას აკეთებენ, მოტორისტებს ამგვარად გაჩერების უფლება აღარ აქვთ, მას შემდეგ, რაც 1974 წელს ლონდონში „ტროტუარულ პარკირებაზე“ კანონი გამოსცეს.

იმ დროისთვის შეთქმულების მოყვარულები ამბობდნენ, რომ პოლ მაკარტნი ავარიაში გარდაიცვალა და გიჟურ თეორიებს იგონებდნენ. ამ არეულობაში შემთხვევით „მეხუთე ბითლიც“ გაეხვა.

ამბობდნენ, რომ ეს სურათი დაკრძალვის ცერემონიაზე მიმავალ ხალხს ჰგავდა. მაკარტნის ფეხშიშვლობამ ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. ზოგი Beetle-ს სანომრე ნიშანს LMW 281F ამგვარად შიფრავდა - Linda McCartney Weeps - ლინდა მაკარტნი ტირის. იყო ეს ის ავტომობილი, რომელმაც მაკარტნის სიცოცხლე შეიწირა? არის გერმანული ავტომობილი მინიშნება ჯგუფის ადრეულ დღეებში ლონდონში?

სინამდვილეში ყველა კითხვაზე პასუხი მარტივია. როგორც უკვე გითხარით, ფოტოგრაფსა და ჯგუფს საუკეთესო კადრის გადასაღებად მხოლოდ 10 წუთი ჰქონდათ. ავტომობილის მფლობელი, რომელმაც Beetle კანონდარღვევით გააჩერა, ხმის ჩამწერ სტუდიასთან ახლოს ცხოვრობდა, თუმცა, მისი დროულად პოვნა და ავტომობილის სხვა ადგილას გადაყვანა არ მოხერხდა. ამიტომ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოზე აღმოჩნდა.

Beetle-ს გარდა, ფოტოზე შემთხვევით მოხვდა ამერიკელი ტურისტი პოლ კოულიც, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ იქ გადაღება მიმდინარეობდა.

ალბომის გამოცდის შემდეგ, სანომრე ნიშანი „ბითლომანების“ ქურდობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. თვითონ ავტომობილი კი მოგვიანებით $23,000-ად გაიყიდა და გერმანიაში, ვოლფსბურგში Volkswagen-ის მუზეუმში ინახება.

ეს არის ფოტო, რომლის ინტერპრეტაცისაც ყველაზე ხშირად შეხვდებით. ორიგინალ სურათზე მაკკარტნის ხელში სიგარეტი უჭირავს. სარეკლამო კომპანიებმა წლების განმავლობაში ფოტოდან სიგარეტი გააქრეს. თუმცა ეს მხოლოდ მცირედია და ამ ფოტოს ვერსიებზე ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ადამიანს, სერიალების გმირებს, ავტომობილს თუ ა.შ.

ალბომის გამოსვლიდან 50 წლის თავზე, ფოტოს გარდაქმნა თავად Volkswagen-მა გადაწყვიტა. მათ ფოტოზე ავტომობილი სწორად დააპარკინგეს. ეს იყო საუკეთესო გზა ახალი პარკირების დამხმარე სისტემის რეკლამირებისა.

ასე შევიდა ერთი უბრალო, თეთრი Volkswagen Beetle როკ მუსიკის ისტორიაში, გახდა პარკირების ახალი კანონის ინიციატორი და სამუდამოდ დარჩა ლეგენდარულ ფოტოზე, რომელიც ყველა ბითლომანის და არა მარტო მათ გონებაში სამუდამოდ იქნება აღბეჭდილი.

გაზიარება: