Aa Aa
20 აპრილი 2022  |  09:44

რა არის და როგორ მუშაობს Mercedes-ის 4Matic სისტემა?

„მერსედესი“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ერთ-ერთი წამყვანი ავტომწარმოებელია. ისინი რთულ ტექნოლოგიებს დღითი დღე ხვეწენ. შემდეგ კი ავტომობილში ათავსებენ იმისთვის, რომ მძღოლებს სიცოცხლე გაუმარტივონ.

ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური გამოგონება 4Matic სისტემა იყო. ამ წარწერას გერმანული ბრენდის ბევრ ავტომობილზე შეხვდებით. მაგრამ რა არის ის კონკრეტულად და როგორ მუშაობს? დღეს ჩვენ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.


რა არის Mercedes-ის 4Matic-ი?

ამის გააზრებისთვის ჯერ ოთხივეწამყვან სისტემაზე უნდა ვისაუბროთ. ოთხივეწამყვანი სისტემა, ცნობილი, როგორც 4X4 ან 4WD 2-ღერძიან ავტომობილს აქვს. ეს არის სისტემა, რომელიც მაბრუნ მომენტს ოთხივე თვალს უგზავნის. ეს სისტემა შეიძლება იყოს მუდმივი, ან ნაწილობრივი. ნაწილობრივი AWD სისტემაა, რომლის დროსაც ორი თვალია წამყვანი. დანარჩენ ორ ბორბალს კი ძალა იმ შემთხვევაში გადაეცემა, როცა მეტი ჩაჭიდებაა საჭირო.

Mercedes 4Matic- Mercedes-ის AWD სისტემაა. ძალა ოთხივე თვალს მიეწოდება. ამგვარად ჩაჭიდება უფრო ძლიერია მართვადობა, აჩქარება და სტაბილურობა - გაუმჯობესებული. სისტემა ავტომატურად, მძღოლისგან დამოუკიდებლად, ერგება გზის ნებისმიერ ზედაპირს და მდგომარეობას. 

ეს ერთი შეხედვით ინოვაციური სისტემა ახალი სულაც არ არის. ის პირველად 1987 წელს W124 თაობის E-class-ში გამოჩნდა. როცა სისტემა მოცურებას შენიშნავდა, დიფერენციალებს ავტომატურად კეტავდა და უკეთეს ჩაჭიდებას გვთავაზობდა.

მეორე თაობის 4Matic- W210 სერიაში 1998/1999 წლებში გამოჩნდა. ეს ავტომობილები მხოლოდ მარცხენა საჭით გამოდიოდა და ავსტრიაში იყიდებოდა. მეორე თაობის 4Matic სისტემა მუდმივად მოქმედი იყო. ეს ოთხივეწამყვანი სისტემა სამ ღია დიფერენციალს მოითხოვდა, წინას, ცენტრალურს და უკანას.

2008 წელს მესამე თაობის 4Matic-ი გამოჩნდა. ეს იყო სუფთა სისხლის AWD სისტემა, რომელიც მუდმივად აქტიურია. ეს სისტემა ABS სისტემებთან ჰარმონიულად თანამშრომლობდა.

2016 წელს Mercedes-მა ახალი 4WD სისტემა წარმოადგინა, რომელსაც 4Matic+უწოდა. ეს სისტემა ძალას წინა ან უკანა თვლებს უგზავნის. მაგალითად, E65 AMG-ში წინა ღერძის გათიშვა და ავტომობილის უკანაწამყვანად ქცევაა შესაძლებელი. ამ ფუნქციას „დრიფტის“ რეჟიმი შეარქვეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში ამ სისტემამ რამდენიმე თაობა გაიარა და ჩვენამდე საუკეთესო ფორმით მოაღწია. ეს სისტემა ახლა უფრო მცირე ზომის ავტომობილებსაც აქვთ და არა მხოლოდ დიდ სუვებს.

რომელ ავტომობილებს აქვს 4Matic სისტემა?

4Matic სისტემა თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მოდელებში იყო ხელმისაწვდომი. ახლა კი მას უფრო ხშირად ვხვდებით. მაგალითად, ამ სისტემით აღჭურვილია  A-Class ჰეჩბექები,  E-Class-ის უნივერსალები და GLS სუვები.

უფრო მცირე ზომის მოდელებს, მაგალითად A250AMG Line-ს ეს სისტემა სტანდარტულად მოჰყვება. უფრო დიდი ავტომობილების შემთხვევაში კი ის დამატებითი არჩევანია. ყველაზე დიდ სუვებშიც 4Matic-ი სტანდარტული ფუნქციაა.

მაგალითისთვის A250 ჰეჩბექი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 2WD სისტემით £30,805 ღირს. 4Matic სისტემით კი £32,345. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში Mercedes-ის ოთხივეწამყვანი სისტემისთვის £1,540-ით მეტს იხდით.

GLS-ის, GLE-სა და GLC -ის შემთხვევაში ეს სისტემა სტანდარტულია.  A-Class-ის, B-Class-ის, C-Class-ის, E-Class-ის, GLA-სა  და GLC-ს შემთხვევაში, 4Matic-ი დამატებითი არჩევანია.

ღირს Mercedes-ის 4Matic-ში ფულის გადახდა?

ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ. როგორია იქ გზისა და ამინდის პირობები. თუ ქალაქში ცხოვრობთ, რომელშიც ამინდის პირობები ნორმალურია, მაშინ შესაძლოა ამ ფუნქციაში გადახდილი დამატებითი თანხა ზედმეტად მოგეჩვენოთ.

მაგრამ თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, ან ხშირად გიწევთ სიარული. ამინდი ხშირად წვიმიანია, ან ხშირად თოვს, მაშინ 4Matic სისტემა ღირებული შენაძენია. თუ საწვავის ეკონომია და შედარებით მაღალი ფასი თქვენთვის დაბრკოლებაა არაა, მაშინ ეს სისტემა გზის და ამინდის ნებისმიერ პირობებში სახლში მშვიდობით მიგიყვანთ.

გაზიარება: