Aa Aa
11 თებერვალი 2022  |  11:39

ყოველდღიური მოხმარების რუსული ტანკი

მსოფლიოს ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების უამრავი შემთხვევა ახსოვს. ამ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია იმდენად დიდია, რომ არ არსებობს სფერო, სადაც ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, მათ შორის ავტოწარმოებაშიც. არ გვინდა მოსაწყენი პოლიტიკა! ჩვენ ავტომოყვარულები ვართ და მხოლოდ ავტომობილებზე ვისაუბრებთ.

Конструкторское бюро имени Смирнова - Комбат Т-98 «Александр Невский»

პირველი, რაც მისი დანახვისას გონებაში გაგიელვებთ, არის ტანკი! მისი სახელი Kombat T98 -ია! ეს ჯავშნიანი მონსტრი რუსული წარმოებისაა და ლეგენდარული ამერიკული ყველგანმავლის, „ჰამერთან“ დასაპირისპირებლად შეიქმნა. მიუხედავად მისი სამხედრო სახელწოდებისა და ვიზუალისი, მას ხშირად ისეთ ძვირადღირებული ავტომობილების გამოფენებზე იხილავთ, როგორიც ლას ვეგასში, დუბაიში და მონაკოში იმართება. თუ ამ უზარმაზარ ურჩხულთან ფოტოს გადაღება მოგინდებათ, მისი ნახვა ყველაზე მეტად რუსეთში არის შესაძლებელი, რადგან წარმოებული მანქანების 60% რუსეთის ტერიტორიაზე გაიყიდა. ამ ყველაფერში დიდი ალბათობით ნაციონალურმა ფაქტორმაც იმოქმედა, რადგან სამწუხაროდ  რუსეთს ტანკები ძალიან უყვარს. რით არის „ჰამერზე“ ან G Class-ზე მეტი? სინამდვილეში მათ შორის ბევრი განსხვავებაა.

Armored vehicle T-98 Combat | soldat.pro – military experts. unites the  best!

პირველი რითაც მოცემული მანქანა თავს იწონებს, ეს მისი ჯავშანია. მას მძიმე ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისაგან ეკიპაჟის დაცვა შეუძლია. მისი ჯავშანი 12.7 მმ კალიბრის მქონე ვაზნებსა და 2 კგ ტროტილის აფეთქებას უძლებს. მიუხედავად ესეთი რთული აგებულებისა და სერიოზული დანიშნულებისა, მასში კომფორტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მფლობელის უსაფრთხოება, რასაც „ჰამერში“ ვერ შეხვდებით.

Wallpaper : sports car, netcarshow, netcar, car images, car photo, 2011,  Dartz, Prombron Kombat T98 Iron Diamond AC 1936, land vehicle, automotive  exterior, automobile make, luxury vehicle, bumper, sport utility vehicle,  off

ჩვენი აზრით ის ყველაზე მეტად Lamborghini LM002-ს ჰგავს. „რემბო ლამბოც“ სამხედრო დანიშნულების ქვეშ შეიქმნა, მაგრამ სამხედრო ძალებში მოხვედრა ისევე ვერ მოახერხა, როგორც ჩვენმა გმირმა. Lamborghini-ს მსგავსად „კომბატიც“ ხელით იწყობა და ეს ყველაფერი „სუპერმანქანობაზე“ მიუთითებს. ეს ტანკი სრულად სერთიფიცირებულია და მისი გადაადგილება ყოველდღიურ მოხმარების გზებზე და ჩვეულებრივი მართვის მოწმობით არის ნებადართული. მისი შექმნის იდეა 1998 წელს წარმოიქმნა, სახელწოდებაც ტანკის მოდელს გვაგონებს, სინამდვილეში T98 აბრევიატურაა, სადაც T თემას და 98 იდეის დაბადების წელს აღნიშნავს.

Lamborghini Urus First Drive: Taming Rocky's Streets In A Not-Quite Rambo  Lambo - Forbes Wheels

ამ ჯავშანმანქანამ პირველად სინათლე 2004-ში დაინახა. თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგში აწყობდნენ, ხოლო 2009-ში მისმა წარმოებამ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გადაინაცვლა. მისი ღირებულება შეკვეთის სირთულიდან გამომდინარეობს, თუმცა წარმოებული 60 მანქანიდან მინიმალური ფასი 2007 წელს დაფიქსირდა და 135 000$-ს აღემატებოდა. დღეს მისი ფასი 300 000 დოლარიდან იწყება. ამ მოდელის 2 ვერსია არსებობს: 5 ადგილიანი სედანი და უნივერსალი, რომლის მგზავრების ტევადობა 12-მდე შეიძლება გაიზარდოს. დიახ სედანი! თუ კარგად დააკვირდებით სედანს უფრო ჰგავს, ვიდრე „პიკაპს“, თუ მას უფრო კონკრეტულად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ არ აქვს უკანა მარცხენა კარი. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ჯავშანი მეტად დაცული ყოფილიყო და მფლობელს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. თავდაპირველად „კომბატის“ ძარა მზიდი იყო, ხოლო მოგვიანებით მისი აწყობა ჩარჩოს განლაგებაზე გადაწყვიტეს. ცნობისათვის! მის აგებულებაში უმაღლესი ხარისხის შვედური ფოლადია გამოყენებული, შესაბამისად მან კოროზია რა არის, უბრალოდ არ იცის.

t98 kombat – the fastest heavy armored all-road luxury vehicle in the world

ინტერიერში მაღალი ხარისხის ტყავი შეგხვდებათ, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გასაოცარია, არის ის, რომ არსებული 3 კარიდან მხოლოდ ერთი, მძღოლის მხარე შუშა იწევა დაბლა და ეს ყველაფერი ისევ მეტი უსაფრთხოებისთვისაა განკუთვნილი. ერთი ჯავშნიანი შუშა 50 კილოგრამს იწონის და მისი მოძრაობა ორი ძლიერი ელექტრო ძრავითაა უზრუნველყოფილი. ერთი კარის წონა მთლიანობაში კი 200 კილოგრამს შეადგენს. შეიძლება კითხვა გაჩნდეს: თავდასხმის დროს, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა დამოუკიდებელი ძალებით გააღოს 200 კილოგრამიანი კარი?! ამისათვის მას სახურავზე დაჯავშნილი ლუკი აქვს, რომელიც ეკიპაჟის სწრაფი ევაკუაციისათვის არის განკუთვნილი. მის კარებში სამკუთხედის ფორმის მეტალია მოთავსებული და ტყვიის ასხლეტვის ალბათობას ორმაგად ზრდის. ინტერიერში შიდა და გარე პერიმეტრისთვის განკუთვნილ ვიდეოკამერებსაც აღმოაჩენთ.

Luxury armored car

აღნიშნული მოდელი GM-თან აგრეგატებს და სხვა უამრავ ტექნიკურ დეტალებსაც იზიარებს. იგი 6.6 ლიტრიანი Duramax-ის დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 300 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონს გამოიმუშავებს. სამოდელი სიაში ბენზინზე მომუშავე ძრავიც არის გათვალისწინებული, რომელიც კვლავ GM-სგან აქვთ აღებული. აღნიშნული ძრავი 8.1 ლიტრიანია და მისი ცხენის ძალის მაჩვენებელი 340 აღწევს. მსოფლიოში 638 ცხენისძალიანი ვერსიაც არსებობს, რომელიც „კორვეტის“ Vortec-ის ძრავით არის აღჭურვილი. მისი წონა 3750 კილოგრამს უტოლდება, არსებობს უფრო მძიმე ვერსიებიც, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ავტომობილს აჩქარებაში, რადგან 0-100 აჩქარებას დაახლოვებით 9 წამს ანდომებს, ხოლო მსისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-მდე ელექტრონული შემზღუდველით არის განპირობებული. გადაცემათა კოლოფიც GM-ის ოჯახიდანაა და იგი 6 სიჩქარიანია. არსებული გარემოებებიდან მისი ექსპლუატაცია დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, ტანკს საწვავის ხარჯს არ უთვლიან, მაგრამ „კომბატს“ იმდენად დიდი მადა აქვს, რომ უნდა ვთქვათ: 40-50 ლიტრი ბეზინი არის საჭირო იმისათვის, რომ ამ უზარმაზარი ავტომობილით ქალაქის პირობებში 100 კმ-მდე დაფაროთ. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ G Class-ისგან განსხვავებით გადაბრუნებისკენ მიდრეკილება არ აქვს.

Броневик Комбат Т98 - российский бронированный автомобиль ☆ производитель,  технические характеристики бронетранспортера (двигатель БТР) и обзор салона  ⭐ doblest.club

საბოლოო ვერდიქტი შემდეგნაირია: იმდენად უსაფრთხო, კომფორტული და განსხვავებული ავტომობილია, რომ მის მფლობელებს ძვირადღირებულ მონაკოში ხშირად შეხვდებით. ეს ავტომობილი მფლობელის ინდივიდუალორობას ხაზს უსვამს, თუმცა გერმანელი ინჟინერი სხვა ქვეყნის მიერ წარმოებული აგრეგატით სარგებლობას არასდროს იკადრებს, მთლიან ადამიანურ რესურს ჩადებს და თვითონ შექმნის მას, ხოლო რაც შეეხება ამერიკელებს, 80-იან წლებში „ჰამერი“ შექმნეს, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკული იყო და მხოლოდ 15 წლის მერე გახდა შესაძლებელი მსგავსი მანქანის შექმნა და მისი ინსპირაცია კვლავ „ჰამერი“ გახდა. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ......

გაზიარება: