Aa Aa
15 აპრილი 2020  |  14:20

2021 წლის Toyota Harrier-ის დებიუტი ივნისში შედგება

და ჩვენ მისი საბოლოო ვერსიის ოფიციალური ფოტოები გვაქვს

Toyota Harrier-ის ბოლო სერიოზული განახლება 2014 წელს მოხდა. ბოლო facelift-ის შემდეგ უკვე 6 წელი გავიდა ამიტომ განახლებული მოდელის წარდგენა გარდაუვალია.

ბოლო პრეს რელიზის მიხედვით, იაპონური ავტომწარმოებელი 2021 წლის Harrier-ის მოდელს ამ წლის ივნისში გამოუშვებს, მაგრამ მხოლოდ ლოკალური ბაზრისთვის

განახლებულ Harrier-ს ორი ძალოვანი აგრეგატის არჩევანი ექნება. ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი 2,5-ლიტრიანი ძრავისა და ერთი ან ორი ელექტროძრავის კომბინაციას წარადგენს. ელექტროძრავების რაოდენობა სუვის წამყვან თვლებზე იქნება დამოკიდებული. წინაწამყვანი ვერსიას 218 ც.ძ. ,ხოლო ოთხივეწამყვან მოდელს 222 ც.ძ. ექნება. შიგაწვის ძრავის ძალა წამყვან თვლებზე ელექტრონული CVT ტრანსმისიით გადაეცემა.

ჩვეულებრივი ბენზინისძრავიანი ვერსია 2,0-ლიტრიანი ძალოვანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი, რომელიც 171 ცხენის ძალას და 207 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. ოთხცილინდრიანი ძრავას პირდაპირი გადაცემის CVT ტრანსმისია მოყვება. ანალოგიურად ჰიბრიდისა, ამასაც წინაწამყვანი და ოთხივეწამყვანი კონფიგურაცია ექნება.

ახალი Harrier-ი ასევე Toyota-ს Safety Sense-ის უსაფრთხოების სისტემების კრებულით იქნება აღჭურვილი, რომელშიც დღე-ღამის რეჟიმში ქვეითების და ველოსიპედით მოსიარულეთა შემჩნევის უსაფრთხო სისტემაც შედის. „ტოიოტა“ სიამაყით აცხადებს, რომ ახალი Harrier-ი კომპანიის პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც ეკრანის მქონე ელექტრონული უკანა ხედვის სარკით იქნბეა აღჭურვილი.

ახალი სუვის გამოშვებას ავტომწარმოებელი იაპონური ბაზრისთვის 2020 წლის ივნისისში აპირებს. მოდელის გაყიდვების დასაწყისში ავტომობილს 7 ფერის არჩევანი ექნება და 19-იანი დისკები საბაზო კომპლექტაციაში შევა.

გაზიარება: