Aa Aa
1 მარტი 2022  |  11:22

შხამიანი და სახიფათო კობრა

ბრიტანული წარმომავლობის 2-ადგილიანი „როდსტერი“ 60-იან წლებში გამოუშვეს და ეს ის ავტომობილია, რომელმაც დროს გაუსწრო. მისი პოპულარულობა მთელს მსოფლიოს მოედო. დღემდე მისი არაერთი რეპლიკა იწარმოება. მას ამერიკულ ფილმებში ხშირად შეხვდებით. უამრავი ჰოლივუდის ვარსკვლავისა და კოლექციონერის ფარეხებსაც ამშვენებს.

„კობრას“ ყველგან ნახავთ: სარბოლო ტრეკზეც და ბევერლი ჰილსზეც. მისი დახვეწილი დიზაინი ყველას თანაბრად იზიდავს და თუ მასში ამერიკული V8 დევს, მაშინ მეტად მომხიბვლელი ხდება.

Coche del día: 2005 Weineck Cobra 780 ci Limited Edition - espíritu RACER

1961 წელს კომპანია ACE CARS-ის მეთაურობით პირველი თაობის „კობრა“ გამოვიდა. კომპანიამ ლეგენდარული მრბოლელის ქეროლ შელბისგან მალევე შემოთავაზება მიიღო და დათანხმდა კიდეც. ეს ურთიერთობა რამდენიმე წელში დამთავრდა და კომპანიაც მალევე გაკოტრდა. კომპანიის სახელის გამოყენების უფლება Autocraft-ს გადაეცა, თუმცა ქეროლ შელბიმ სასამართლოს გზით დაამტკიცა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა ამ სახელით სარგებლობის უფლება. მოგებული სასამართლოს შემდეგ „კობრას“ 80-იანი წლებიდან დღემდე Shelby Automobiles-ი აწყობს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი პოპულარულობით მესამე თაობის მოდელი სარგებლობს.

Coche del día: 2005 Weineck Cobra 780 ci Limited Edition - espíritu RACER

მიუხედავად ყველაფრისა, მსოფლიოს ბევრ კუთხეში მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არსებული განძი არ ჰყოფნით და უფრო მეტის წყურვილი აწუხებთ. გერმანიის პატარა ქალაქ ბად განდერსჰაიმში პატარა ტიუნინგ ატელიე არსებობს, სახელად Weineck-ი. მიუხედავად მცირე ზომის ავტოსერვისისა, შიგნით უზარმაზარი ამერიკული ძრავები იყრის თავს. ეს პატარა კომპანია დიდ შედეგებზეა ორიენტირებული და მისი მთავარი სამიზნე ამერიკული Muscle Car-ებია. მათი საუკეთესო ქმნილება და სავიზიტო ბარათი კი ნამდვილად Weineck Cobra-აა. რატომ? ამას ახლავე გავიგებთ...

16 Weineck Cobra 780ci Limited Edition ideas | shelby cobra, cobra, shelby

კლაუს და იენს ვაინეკები გერმანელი ავტოენთუზიაზისტები არიან, რომელსაც ზემოხსენებული ტიუნინგ კომპანია ეკუთვნით. მათ სურვილებს ბევრი სიგიჟეს ეძახის, თუმცა ძმები საკუთარი იდეების ერთგულნი არიან. ამ მოდელის შექმნით მათ ლეგენდარული ავტომობილის სრულყოფა უნდოდათ. პირველი, რაც მათ გააკეთეს, ავტომობილში Donovan Engineering-ის მიერ წარმოებული 12.9 ლიტრი მოცულობის ძრავა მოათავსეს. ვიმეორებთ! 12.9 ლიტრი მოცულობის! არანაირი ტურბო ან კომპრესორი, მხოლოდ Holley-ის ორი კარბურატორი და ყოვლისშემძლე V8. ეს აგრეგატი 1100 ცხენის ძალას და 1760 ნიუტონს გამოიმუშავებს. ნამდვილად შემაშინებლად ჟღერს! ამ ავტომობილში მოთავსებული ყველა საკვანძო აგრეგატი ამერიკული Drag Series-იდან არის აღებული. გადაცემათა კოლოფი 2000 ნიუტონს უძლებს და 4 სიჩქარიანია, ხოლო მისი პირველი სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ავტომობილს მცირედი მოჭიდება მაინც ჰქონდეს გზის საფართან. წარმოიდგინეთ, რომ თუ მოინდომებთ მართვის მოწმობას პირველი სიჩქარითაც დაკარგავთ. ძრავის ბრუნვათა რიცხვი 8000-მდე აღწევს და მისი ორიგინალური გამონაბოლქვის სისტემა შემზარავ ხმას გამოსცემს. დაქოქვისას 1000 ბრუნზეც კი ავტომობილში სასწაულ ვიბრაციებს იგრძნობთ. ალბათ შეამჩნევდით ძრავის ხუფზე დიდ საჰაეროს. ეს იმისთვის არის, რომ უზარმაზარმა ძრავამ რაც შეიძლება ბევრი ჟანგბადი შთანთქოს, ჟანგბადთან ერთად საწვავიც უდიდესი რაოდენობით სჭირდება. წარმოდგენა რომ გქონდეთ, დაქოქვისას ორი უზარმაზარი კარბურატორი ნახევარ ლიტრ ბენზინს წამის მეასედში აქრობს.

Weineck COBRA - nw-ihk.de

ამ გერმანულ ატომურ ბომბს „გიჟური“ აჩქარება აქვს. Weineck Cobra 2005 წელს დაიბადა და მას არა მხოლოდ იმ დროისათვის არსებული სასწაული აჩქარება ჰქონდა, არამედ თანამედროვე ცხოვრებაშიც ბევრ "ჰიპერმანქანას" გაუჭირდება მასთან თანაბრად სიარული. 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდებოდა, ხოლო მეორე 100 კილომეტრს უკეთესი მოჭიდების გამო 4.9 წამში ასრულებდა და 300 კმ/სთ-ის ნიშნულს სულ რაღაც 10 წამში აღწევდა. ანუ, თქვენ 545 000 ევროს იხდიდით იმაში, რომ 10 წამში ყველაფერი დასრულებულიყო, ამ ასპექტშიც ძალიან ჩქარი იყო. მისი მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონული შემზღუდველით 300 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო შემზღუდველის გარეშე 400 კმ/სთ-საც ავითარებს, უბრალოდ, აეროდინამიკული მონაცემების გამო, ამ ნიშნულის მიღწევა სახიფათოა. შედარებისთვის, Koeniggseg One-ი 400-ის ნიშნულს 20 წამში აღწევს, ეს გერმანული რაკეტა კი 17 წამს ანდომებს. საფართან მოჭიდება მისი ერთადერთი პრობლემაა, კომპანიამ ამ ველურ მტაცებელზე 315 სიგანის 18-იანი ნახევრად სლიკები დაამონტაჟა, თუმცა, ნებისმიერი უხეში მოპყრობა აქსელერატორის საფეხურთან და ავტომობილი გზაზე საბურავების შავ ზოლს დაუმთავრებლად ტოვებს. ამ ყველაფერს მისი დაბალი წონაც უწყობს ხელს. ავტომობილი სულ რაღაც 990 კილოგრამს იწონის. 900 გრამზე ერთი ცხენის ძალა მოდის! ცნობისთვის, იმ დროინდელი ფორმულა 1-ის ბოლიდებზე ეს მაჩვენებელი 800 გრამს უტოლდებოდა.

Tuner Weineck sprawia, że ​​AC Cobra jest najlepszym zwierzęciem

ავტომობილი Brembo-ს სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი, რომლის ეფექტურობასაც კომპანია შემკვეთის მართვის სტილის მიხედვით ადგენს. ავტომობილს სპეციალურად მორგებული დაკიდების სისტემა აქვს. „კობრას“ გადაბმულობა და დიფერენციალის ნახევარღერძები სატვირთო ავტომობილის სტანდარტებს უფრო შეეფერება, ვიდრე მსუბუქისას და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძრავის მიერ გამომუშავებულ არაამქვეყნიურ ძალას გაუძლოს. მისი ძარა ალუმინის, ტიტანის და კარბონის ელემენტებით არის გაჯერებული, რაც მის სიმსუბუქეს და სიმყარეს უზრუნველყოფს.

Weineck Cobra with over 1,000bhp: The fastest snake in the world | Classic  Driver Magazine

არსებული მოდელი სულ 15 ერთეული გამოუშვეს და პირველივე 24 საათში ყველა მათგანი გაიყიდა. Weineck Cobra-ს უმეტესობა რბილი სახურავით იწარმოებოდა, თუმცა შემკვეთის სურვილის მიხედვით მყარი სახურავითაც არსებობდა და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მის შესაძენად 545 000 ევრო იყო საჭირო. თანამედროვე ცხოვრებაში ამ 15 ავტომობილიდან, რომელიმეს ყიდვა უდიდეს სირთულეს წარმოადგენს და მათი ღირებულება 1 000 000 დოლარზე მეტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ NOS-ის სისტემით აღჭურვილი 1350 ცხენის ძალიანი ვერსიაც არსებობდა, რომელიც მხოლოდ ლურჯ ფერში იყო გამოშვებული.

1965 Backdraft Racing Cobra Roadster Stock # MT1027 for sale near Edgewater  Park, NJ | NJ Backdraft Racing Dealer

ალბათ იფიქრებთ: რა საჭიროა ციფრულ ეპოქაში ისეთი მონსტრის საკუთრებაში არსებობა, რომელსაც არც ABS-ის სისტემა, არც ESP-ის სისტემა და არანაირი დამხარე სისტემა არ გააჩნია, ჩაჯდომა-გადმოსვლის დროს გამონაბოლქვის გახურებულ მილებზე ფეხი გეწვებათ, საშინელ ვიბრაციებს გამოსცემს და ყოველი მისი აჩქარება კარმის ხასიათზეა დამოკიდებული?! უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს ის ავტომობილია, რომლითაც 2-3 კილომეტრს გაივლით და სხვა მანქანით 300 000 კილომეტრის გავლაზე მეტი იქნება! ეს ის ავტომობილია, რომლითაც ნებისმიერ „ფერარის“ და მის მსგავს სუპერმანქანებს შუქნიშანზე ცინიკურად გადახედავთ და არც კი გაუყადრებთ თავს, რომ რომელიმეს აჩქარებაში შეეჯიბროთ.

გაზიარება: