Aa Aa
23 მარტი 2022  |  13:33

F1-ის ძრავიანი ავტომობილები

ავტოსპორტისთვის განკუთვნილი ბოლიდი და ყოველდღიური მოხმარების მანქანა ერთმანეთთან მხოლოდ მცირე საერთოს იზიარებენ. გარე ვიზუალში გაცილებით მეტ მსგავსებას აღმოაჩენთ ვიდრე აგრეგატებში. თუმცა ავტოენთუზიაზმი შეიძლება ავადმყოფობადაც კი ჩაითვალოს, რადგან ამ სენით დაავადებულმა ადამიანმა გაჩერება არ იცის. თქვენს წინაშე ის ავტომობილებია, რომლებიც  F1-ის ბოლიდებთან უამრავ საერთოს იზიარებენ.

Ferrari F50

This Classic V12-Powered Ferrari F50 Can Now Be Yours - Maxim

„ფერარის“ ეს ლეგენდარული მოდელი ერთერთი პირდაპირი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო არსებული ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები ყოველდღიურ მანქანაში. F50-ის ძრავა 12 ცილინდრიანი და 4.7 ლიტრი მოცულობის იყო, როცა იმ დროინდელ ფორმულა 1-ში მოასპარეზე „ფერარის“ ძრავის მოცულობა მხოლოდ 3.5 ლიტრს შეადგენდა. საყურადღებოა, რომ ამ ავტომობილს ძრავის ბლოკი „ფერარი 614-სგან“ ჰქონდა. ამ იდენტურობასთან ერთად კიდევ ერთი მსგავსება არსებობდა: ავტომობილის უკანა დაკიდება  F1-ის მსგავსად კარბონისგან იყო დამზადებული პირდაპირ ძრავაზე იყო მიმაგრებული, რაც Formula 1-ვით ძალიან დიდ ვიბრაციებს წარმოქმნიდა.

f1 ferrari for sale cheap online

Alfa Romeo 164 ProCar

1988 Alfa Romeo 164 Pro-Car SE046 - Drive

1988 წელს „ალფამ“ Formula S-ისთვის განკუთვნილი ბოლიდის შექმნა გადაწყვიტა. Brabham-ის 750 კილოგრამიანი შასი და 600 ცხენის ძალიანი V10 ძრავა კარბონ-კევლარით ხელნაკეთ სამოსში იყო დამალული. ამ ავტომობილს F1-ის იდენტური ჟღერადობა და მონაცემები ჰქონდა, ერთადერთი აეროდინამიკული მონაცემები არ გააჩნდა იგივე, თუმცა ავტომობილი 0-100 აჩქარებას 2.5 წამში ახერხებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელი 350-მდე აღწევდა.

Brabham Alfa Romeo 164 Procar with V10 and +620 PS

Renault Espace F1

Équipe Gordini: Renault Espace F1 (1994)

არა მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ მსგავსი სასწაულების შექმნა, მათ ფრანგებმაც მიბაძეს და 1995 წელს მსოფლიოს სრული „სიგიჟე“ წარუდგინეს. Renault Espace-ი განსხვავებული დიზაინის მქონე საოჯახი „ვენია“, რომლითაც რიგით ფრანგს უქმეებზე ოჯახის გასეირნება შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში ეს წარმოსახვა არაფერ შუაშია ამ ავტომობილთან. თუ მისი წინამორბედები იტალიიდან იგივე სიმძლავრის, ან უფრიო ნაკლები სიმძლავრის აგრეგატებს იყენებდნენ, Espace-ის შემთხვევაში ისედაც ძლიერი Williams FW15C-ის ძრავა კიდევ უფრო გააძლიერეს და 691 ცხენის ძალის ნაცვლად 790 მიიღეს. ავტომობილში 4 სავარძელია მოთავსებული და უკანა ორ მგზავრს პირდაპირ ძრავაზე მოუწევთ განთავსება. მიუხედავად შეუსაბამო აეროდინამიკისა „ბოლიდი“ ძალზედ ჩქარი გამოვიდა: 0-100 აჩქარება 2.8 წამში იყო შესაძლებელი, ხოლო 300კმ/სთ-ს 7 წამზე ნაკლებ დროში აღწევდა.

Concepts that time forgot: the Renault Espace F1 | Top Gear

Ford Supervan 3

Ford Transit Supervan 3 - Chassis: 001 - Entrant: Ford Motor Company -  Driver: Anthony Reid - 2013 Goodwood Festival

ჩვენს სიაში არსებული კომპანიებიდან, სარბოლე აგრეგატების ყოველდღიურ ავტომობილში მოთავსება პირველმა „ფორდმა“ დაიწყო. მრავალი წლების განმავლობაში „ტრანზიტებში“ ავტოსპორტისთვის განკუთვნილი აგრეგატები თავსდებოდა. პირველში GT40-ის V8 ძრავა გამოიყენეს, მეორეში Cosworth-ის 3.9 ლიტრიანი ფორმულა 1-ის ძრავა. ჩვენი გმირი ამ ჯაჭვის გაგრძელებაა და მასში 730 ცხენის ძალიანი Cosworth HB -ის აგრეგატი დევს. მისი მაქსიმალური ბრუნვათა რიცხვი პირდაპირ შესაბამისობაში მოდის F1-ის ნიშნულთან და მისი მაქსიმალური მაჩვენებელი 13 500- ს შეადგენს. მიუხედვად ფურგონის დიდი გაბარიტებისა მისი წონა სულ რაღაც 890 კილოგრამს შეადგენდა.

Mercedes-AMG One

Mercedes-AMG Project One ar putea intra în producție la mijlocul anului  viitor - AutoMarket

ეს მოდელი „მერსედესის“ გზავნილია ყველასთვის, თუ როგორი უნდა იყოს F1-ის ბოლიდი საერთო მოხმარების გზებზე. მისი შეხედვისას მალევე მიხვდებით, რომ მისი ფორმები აეროდინამიკის გაომჯობესებას ემსახურება და არცერთი დეტალი სილამაზისთვის არ აქვს. მას ძრავა Mercedes W07-სგან აქვს, თუმცა ეს მისი ერთადერთი აგრეგატი არაა, მას კიდევ ოთხი ელექტრო ძრავა გააჩნია. ჯამში მისი ცხენისძალის მაქსიმალური ნიშნული 1021-ს უტოლდება. იგი ფორმულა 1-ში არსებული 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი და ავტომობილის წონა 1200 კილოგრამს შეადგენს.

გაზიარება: