Aa Aa
13 მაისი 2022  |  10:53

როგორ უნდა ვმართოთ ავტომობილი ქარში

ავტომობილის მართვა ამინდის პირობების მიხედვით განსხვავებული გამოწვევაა. ჩვენ აქამდე შემოგთავაზეთ ზოგადი რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მართოთ ავტომობილი უსაფრთხოდ წვიმასა და თოვლში.

გარდა წვიმისა და თოვლის, ავტომობილის მართვას ძლიერი ქარიც ართულებს. გამოუცდელი მძღოლები შესაძლოა დაიბნენ. ძლიერი ქარი ავტომობილს სტაბილურობას უკარგავს. ხანდახან ცოტათი ჰაერში სწევს და საბურავების ჩაჭიდებას ამცირებს. განსაკუთრებით საშიშია დიდი ზომის ავტომობილებით გადაადგილება.

არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რომლის გათვალისწინებითაც ქარში გადაადგილებას გაგიადვილებთ.

დავუშვათ, ავტომობილით გადაადგილდებით, ამ დროს კი ამინდის პირობები გაუარესდა. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გააგრძელოთ მგზავრობა.

      • შეანელეთრაც უფრო სწრაფად მართავთ ავტომობილს უფრო რთულია პირქარში კონტროლის შენარჩუნება. ეს რჩევა განსაკუთრებით ავტომობილის ბუქსირებისას უნდა გაითვალისწინოთ.

      • მყარად ჩაეჭიდეთ საჭეს. ორივე ხელი საჭეზე გედოთ და მზად იყავით ქარის სიჩქარის სწრაფი გაზრდისთვის.

      • დატოვეთ მეტი სივრცე. გასწრებისას დაუტოვეთ მეტი სივრცე ველოსიპედისტებსა და მოტოციკლეტისტებს.

      • იყავით მზად. ნებისმიერ დროს ელოდეთ ქარის გაძლიერებას. განსაკუთრებით ღია ადგილებში. მაგალითად, ხიდებზე.

      • დაიცავით მანძილიგანსაკუთრებით მოერიდეთ მაღალ ავტომობილებს, მაგალითად, სატვირთოებს და მისაბმელიან ავტომობილებს (ტრაილერებს).

      • მოერიდეთ სახურავზე ტვირთის დადებას. ტვირთი ავტომობილს პირქარის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.

      • უფრთხილდით გზაზე არჩენებ. კარგად დააკვირდით გზას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ბრმა მოსახვევებში. უფრთხილდით დაბალ ტოტებს, განსაკუთრებით ღამით.

      • არ გააჩეროთ ავტომობილი ხესთან ახლოს. თითქოს ეს ყველასთვის ელემენტარულია, თუმცა, ყოველი ძლიერი ქარის შემდეგ, ვხედავთ ავტომობილზე დაცემულ ხეს. ეს ყველაზე გამოცდილ მძღოლებსაც კი გადახდენიათ.

      • თვალი ადევნეთ გზებზე არსებულ ვითარებას. აეყრდეით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას. მოუსმინეთ რადიოს, ან გამოიყენეთ ნავიგაცია.

      • ზოგჯერ ქარს წვიმაც მოჰყვება. დარწმუნდით, რომ შუშის საწმენდები, მაშუქები და საბურავები კარგ მდგომარეობაშია.

      • მოუსმინეთ ამინდის პროგნოზს. თუ შესაძლებელია, საერთოდ ნუ გახვალთ სახლიდან ავტომობილით.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ, უ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, მაშინ რისკები მაქსიმალურად შემცირდება.

გაზიარება: