Aa Aa
5 აპრილი 2022  |  12:26

საუკეთესო ქართული ანომალიები ავტომობილებში

ანომალია ნორმიდან გადახრას ნიშნავს. მსოფლიოს უამრავ მხარეში ბევრ ავტოანომალიას შევხდებით, ქართული ავტოსამყაროც გამორჩეულია. ისტორიულად ცნობილია, რომ ქართველები რადიკალურად მოაზროვნე ადამიანები ვართ, ეს ფაქტი ბევრ რამეში ძალიან გვეხმარება, ბევრშიც პირიქით. მუდამ რაღაცის გადაკეთებას და მარტივი ხერხების ძებნაში ვართ, განსაკუთრებით ავტომობილებში. ეს ყველაფერი ზოგიერთისთვის სახალისოა, ზოგისთვის კი ჩვეულებრივი შემთხვევაა. ფართო ავტოწარმოებისთვის არ არსებობს მდგომარეობა, რომლის შესაბამისი ავტომობილიც არ არსებობს. ეკონომიური მანქანა გინდათ?! არჩევანი დიდია, იმ დონოზეც კი, რომ შეგიძლიათ ელექტრო ავტომობილიც კი იყიდოთ. არ აქვს ეკონომიურობას მნიშვნელობა? შეგიძლიათ ამერიკული V8 იყიდოთ და არც კი იფიქროთ საწვავის ხარჯზე. მოცემულ სტატიაში ის ანომალიები იქნება ასახული, რაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად გვხდება.

ჰიბრიდი გაზზე

4 3 3 სტატიები საზოგადოება პოლიტიკა ეკონომიკა სპორტი მეცნიერება კულტურა  მოდა ჯანმრთელობა გართობა ქალი და მამაკაცი კულინარია Quiz ...

მიუხედავად უაღრესად გაზრდილი საწვავის ფასისა ეს შემთხვევა მაინც ღიმილს იწვევს. ავტოინჟინერიამ ყველა არსებული რესურსი გამოიყენა, რომ უსაფრთხო, ეკონომიური და სრულფასოვანი ავტომობილი შეექმნათ მომხმარებლებისათვის, საბოლოოდ ავტოსამყაროს ჰიბრიდული ავტომობილები აჩუქეს, რომელთა საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 4-5 ლიტრიც კი შეიძლება იყოს. ეხლა წარმოიდგინეთ ამ ინჟინრების სახეები, როდესაც საქართველოში Prius C-ში ბუნებრივი გაზის აპარატურას ვაყენებთ. მათი გამომეტყველება ალბათ ცნობილ იუმორისტულ „მემეს“ სახელად Me Gusta-ს მსგავსი იქნება.

Me Gusta Meme - 850x830 PNG Download - PNGkit

ზაფხულში ჩამოწეული შუშები

Speak Up About Distracted Driving: Why asking your friends to put down  their phones is the best way to fight distracted driving - Building  Distraction-Free Driving Communities

ეს ანომალია რა თქმა უნდა, იმ ავტომფლობელებს არ ეხებათ, რომელთა ავტომობილსაც კონდიციონერი არ აქვს. იმ ავტომობილებს, რობლებსაც ეს სიტემა აქვთ და მათი ღირებულება საკმაოდ სოლიდურიც კი შეიძლება იყოს, ზაფხულის ძალიან ცხელ დღეს არაერთს შევხდებით, რომლებსაც ოთხივე შუშა ჩამოწეული აქვს გასაგრილებლად. ასეთ შემთხვევაში ანომალიად ვერ ჩაითველბა გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად: მძღოლს ან რომელიმე მგზავრს ალერგიული ფონი აქვს კონდიციონერზე ან რაიმე სხვა. კონდიცირების სისტემა კომფორტისთის არის შექმნილი, შეიძლება საწვავის ხარჯს 10-15 %-ით ზრდის, მაგრამ მაშინ, როდესაც ავტომობილის საბაზრო ღირებულება 5000 დოლარს ცდება და მისი საწვავის მოხმარების მაჩვენებელი 15 ლიტრზე მეტს აღწევს , სამწუხაროდ ამ შემთხვევას შუშების ბოლომდე ჩამოწევა ვერ უშველის, ამიტომ სჯობს ისევ კომფორტზე დავფიქრდეთ, ვიდრე ეკონომიაზე, ან სხვა ჩვენთვის მეტად შესაფერისი ავტომობილი შევარჩიოთ.

 სპორტული „პრიუსი“

Tommy Kaira Roof Spoiler for Toyota Prius [ZVW30] 1T001W00 - Bulletproof  Automotive

ეს შემთხვევა ნადმვილად კურიოზულია. წარმოიდგინეთ „პრიუსზე“ სპორტული მაყუჩი, რომელშიც გამონაბოლქვი ხშირ შემთხვევაში არც კი გაედინება, ხმაც კი არ აქვს. თუ სწრაფად დადიხართ და მაშინ გესმით ამ მაყუჩის ხმა, მაშინ არ ჯობია ეგ „პრიუსი“ გაყიდოთ და რამე სპორტული ხასიათის ავტომობილი იყიდოთ?! მსგავს ანომალიას სხვა მოდელებშიც შევხდებით, მაგალითისთვის ავიღოთ Honda Fit-ი, რომლის ძრავის მოცულობა 1.3 ლიტრს შეადგენს და 85 ცხენისძალა აქვს. მისი „დაუმთავრებელი“ ვარიაციული გადაცემათა კოლოფის დამსახურებით ავტომობილი 100-მდე აჩქარებას 14 წამამადე ანდომებს, ზოგი საერთოდ ვერ აღწევს ამ ნიშნულს, ზოგი ნარიყალას აღმართზეც კი ვერ ადის. აი ესეთ მანქანაზე უამრავი სპოილერის დამონტაჟება და შემდეგ „გაზაობაც“ შეიძლება ანომალიად ჩაითვალოს.

 ძვირადღირებული ავტომობილის გაზზე გადაყვანა

Mercedes-Benz G63 AMG - ADV08 M.V1 CS Monoblock Concave Wheels

ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 000 დოლარს, თვითონ ავტომობილიც ფუფუნების საგანს განეკუთვნება, მას არ მოეთხოვება საწვავის მცირე დოზით მოხმარება, არც ექსპლუატაციაში სიმარტივე, მისი დანიშნულება ინდივიდუალურობაზე ხაზის გასმა და ნამდვილი ავტომობილით ტკბობაა. ამ დროს G 63 AMG-ის „იტალიური გაზის“ სადგურზე ვხედავთ. სხვა შემთხვევებიც არსებობს, როცა ავტომობილს აქვს ე.წ. ფასიანი ნომრები, რომლის ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს და საბარგულის გახსნისას მასში უზარმაზარ წითელ გაზის ბალონს ვხედავთ.

ზამთრის საბურავები ზაფხულში და პირიქით

Why We Should Stop Using 'Car Accident' and Start Using 'Car Crash' Instead  - Bloomberg

ეს ანომალია კურიოზული საერთოდ არ არის, ამ შემთხვევაში ისეთ მგრძნობიარე და ფრთხილ რამეზე გვაქვს საუბარი, რასაც ადამიანის უსაფრთხოება ჰქვია. ზამთრის საბურავების აგებულებაში რბილი კომპონენტების შემადგენლობა მეტია ვიდრე ჩვეულებრივ საბურავებში. ეს მეტად კომფორტულ სვლას განაპირობებს, თუმცა ცხელ ასფალტზე გადაადგილებისას აღნიშნული საბურავებით ავტომობილის დამუხრუჭება და მართვა არაეფექტურია, ამიტომ დასაფიქრებელია კომფორტის ხარჯძე გაზრდილი სამუხრუჭე მანძილი და ექსტრემალური მოხვევისას რისკის გაორმაგება. გიღირთ რბილად სიარული თუნდაც ერთ გამოუსწორებელ შეცდომათ?! საქმე გაცილებით რთულდება, როდესაც ზამთრის თოვლიან ან მოყინულ საფარზე შეუსაბამო საბურავებით გადავაადგილდებით, მსგავსი თითქოს და უწყინარი გასეირნება ძალიან ბევრჯერ ფატალურად დასრულებულა.

არის ასეთი მოსაზრება, რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენი შეხედულება და გემოვნება არსებობს, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც სურვილი და შესაძლებლობა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამ დროს დიდი შანსია, რომ კურიოზულ ან სახიფათო ანომალიებთანაც კი გვქონდეს საქმე.

გაზიარება: