Aa Aa
2 მაისი 2022  |  10:24

Nissan-მა შეჯახების არიდების ახალი თაობის სისტემა წარმოგვიდგინა

ახალი სიტყვა უსაფრთხოების სისტემებში. 

Nissan-მა სულ ახლახან Skyline წარმოადგინა, რომელსაც მძღოლის დამხმარე სისტემა აქვს. სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მას ProPilot ჰქვია.

გარემოს სრულყოფილად აღქმისთვის სისტემა ლიდარს (ოპტიკურ-ლაზერულ მოწყობილობას) იყენებს, რაც მოსალოდნელი შეჯახების თავიდან არიდებაში ეხმარება. ის უკეთესად მუშაობს, ვიდრე დღევანდელი ავტომატური დამუხრუჭების სისტემები.

Skyline სედანი, რომელიც სადემონსტრაციოდ გამოიყენეს, ლიდარით იყო აღჭურვილი ასევე - რადარითა და კამერის სენსორებით. მათგან მიღებული ინფორმაცია გროვდება და გარემოს უკეთეს ხედვას ქმნის, რასაც Nissan-ი Ground Truth Perception-ს უწოდებს.

ამ ინფორმაციის გამოყენებით, სისტემას მაღალ სიჩქარეზე საფრთხის აღქმა და ავტომატურად დამუხრუჭება ან ზოლის შეცვლა შეუძლია. მოსალოდნელი საფრთხე შეიძლება იყოს ავტომობილი, ადამიანი, საბურავი ან შენელებული მოძრაობა.  

Nissan-ი ამ სისტემაზე Luminar-თან თანამშრომლობს. ამავე კომპანიის ტექნოლოგიებს მოიხმარს Daimler Truck-ი, Mercedes-Benz-ი და Volvo.

Nissan-ის თქმით, სისტემა მზად 2025 წლისთვის იქნება. მის დამონტაჟებას ახალ მოდელებში ნელ-ნელა დაიწყებენ. 2030 წლისთვის კი ამ სისტემით ავტომწარმოებლის ყველა მოდელი იქნება აღჭურვილი. 

გაზიარება: