Aa Aa
5 მაისი 2022  |  11:53

Ferrari-მ ჯასტინ ბიბერს თავისი მოდელების შეძენა აუკრძალა

იტალიურ ავტომწარმოებელს ბიბერის საქციელები ყელში ამოუვიდა.

ჯასტინ ბიბერი ავტომოყვარულია და მის კოლექციაში ბევრი მდიდრული ავტომობილია. მათ შორის, Ferrari-ც. თუმცა, მომავალში ის იტალიური ავტომწარმოებლის მოდელებს ვეღარ შეიძენს. Ferrari-ს მომღერლის საქციელები მოჰბეზრდა და ავტომობილების შეძენა აუკრძალა.

ბიბერის კოლექციაში Ferrari 458-ია. იტალიური ბრენდი ითხოვს, რომ მის ავტომობილებს პატივისცემით მოეპყრონ. მფლობელებმა ავტომობილზე უნდა იზრუნონ და საჭესთან ადეკვატურად მოიქცნენ.

Ferrari-ს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ბიბერმა ავტომობილი ორი კვირით დაპარკინგებული დატოვა. თანაც ისე, რომ დაავიწყდა, ავტომობილი სად გააჩერა.  

ავტომწარმოებელს არც ის სიამოვნებს, როცა მის ავტომობილს მოდიფიკაციას უკეთებენ. ბიბერმა კი თავისი Ferrari გადაღება, შემდეგ კი აუქციონზე გაყიდა.

ბოლო ინციდენტის შემდეგ, Ferrari-მ ბიბერისთვის ავტომობილების მიყიდვის აკრძალვა გადაწყვიტა.

გაზიარება: