Aa Aa
6 მაისი 2022  |  14:02

მაიამის გრან პრის წინ ლუის ჰამილტონი კლუბიდან გამოსვლისას შენიშნეს

ლუის ჰამილტონი შენიშნეს, როგორ ტოვებდა ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბს.

7-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი კვირას მაიამის გრან პრიში მიიღებს მონაწილეობას. 

სამწუხაროდ, ჰამილტონს წელს საკმაოდ რთული სეზონი აქვს და ტრასაზე ნამდვილად ვერ ერთობა. 37 წლის პილოტმა ამ სეზონში, 4 რბოლის შემდეგ, მხოლოდ 28 ქულის მოგროვება შეძლო.

როგორ ჩანს, მან ტრასის გარეთ გართობა გადაწყვიტა და რბოლამდე კლუბს ესტუმრა, ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს.

ფორმულა 1-ის პილოტს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როცა კლუბიდან, სახელად Cipriani, გამოდიოდა. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ ბრიტანელმა კლუბი ორ უცნობ გოგონასთან ერთად დატოვა.

მიუხედავად ღამის გართობისა, ლუის ჰამილტონმა მაიამიში NFL-ის ლეგენდასთან, ტომ ბრედისთან ერთად გოლფის თამაშიც მოასწრო.

გაზიარება: