Aa Aa
14 მაისი 2022  |  10:07

რიჩარდ გირი, უკრაინელების დასახმარებლად, Jaguar XK8-ს ყიდის

ჰოლივუდის ვარსკვლავის იშვიათი კაბრიოლეტი აუქციონზე იყიდება.

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და თავის დროზე ბევრი ქალბატონის ოცნების მამაკაცი რიჩარდ გირი მის იშვიათ კაბრიოლეტს ყიდის. Jaguar XK8-ს გაყიდვიდან შემოსული ფული მთლიანად ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად გადაირიცხება.

ავტომობილი აუქციონ Bring a Trailer-ზე გამოჩნდა. პლატფორმაზე, რომელიც ვინტაჟურ და კლასიკურ ავტომობილებს ყიდის. რიჩარდ გირმა ეს ავტომობილი 1999 წლის სექტემბერში შეიძინა. მას შემდეგ XK8 მასთან ერთად ნიუ იორკში იმყოფებოდა. აუქციონის აღწერაში მითითებულია, რომ Jaguar-ი იდეალურ მდგომარეობაშია. მას 48 200 კილომეტრი აქვს გავლილი.

შემოსული თანხა მთლიანად World Central Kitchen და Open Arms Ukraine ორგანიზაციებს გადაერიცხებათ. ეს ორგანიზაციები ომით დაზარალებულ უკრაინელებს ეხმარება.  

ავტომობილი „ანთრაციტის მარგალიტის“ ფერშია და დასაკეცი სახურავი აქვს. 4-ლიტრიანი V8 ძრავა 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტყავის სალონი, ხის პანელები და მონაცემთა დაფა მდიდრულად გამოიყურება. კომფორტისთვის, Jaguar-ს ავტომატური კლიმატ კონტროლი, გათბობადი სავარძლები და სტერეო სისტემა აქვს.

უკანაწამყვან Jaguar XK8-ს 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. დისკები 17-იანია. სავარაუდოდ, ამ ავტომობილმა უკრაინელების დასახმარებლად დიდი თანხის შეგროვება უნდა შეძლოს.  

ამ დრომდე მისი ფასი $29 000-ზეა ასული. აუქციონი 5 დღეს გაგრძელდებება.

გაზიარება: