Aa Aa
16 მაისი 2022  |  12:32

რა დაემართა ამ Jeep Wrangler Rubicon-ს?

Jeep Wrangler Rubicon-ი, არაქარხნული მოდიფიკაციებით, ქუჩაში მიატოვეს...

განადგურებული Jeep Wrangler Rubicon-ი ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიაში გზის პირას დგას და ის საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.  

ამ Wrangler-ის ისტორია უცნობია, თუმცა, დაზიანება შესამჩნევია. როგორც ჩანს, ეს ავტომობილი გზაზე ვეღარასდროს დაბრუნდება.

წინა ორი თვალი ამოვარდნილია. დაკიდების სისტემა დაზიანებულია. ორივე უკანა საბურავი გახეთქილია. წინა თვლის თაღი ადგილზე საერთოდ აღარაა.

უცნობია, როგორ დატოვეს ის ამ გზაზე. თუმცა, ერთი რამ ცხადია. Wrangler-ი თავისი ფეხით ამ ადგილამდე ვერ მოვიდოდა. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ ის „ფორსაჟის“ რომელიმე ფილმში ციდან ჩამოაგდეს. ერთადერთი ლოგიკური დასკვნა კი ისაა, რომ Jeep-ი მძიმე ავარიაში მოყვა, ამ ადგილამდე კი ევაკუატორით მიიყვანეს.

უკანა შუშაზე სტიკერია მიკრული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ Jeep-ზე პოლიციას უკვე შეატყობინეს, თუმცა, ფაქტი სახეზეა: Wrangler-ი არავის წაუყვანია.

კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ისაა, რომ Wrangler-ს ბევრი არაქარხნული მოდიფიკაცია აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ავტომობილის მფლობელი ავტოენთუზიასტია. ამიტომ, გზაზე დატოვებული Rubicon-ი კიდევ უფრო უცნაურია.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ასეთი Jeep Wrangler-ი მიეტოვებინათ?

გაზიარება: