Aa Aa
17 მაისი 2022  |  12:27

მძღოლის დამხმარე სისტემები კრიტიკულ შემთხვევებში სანდო არაა

მძღოლის დამხმარე სისტემები დღეს თანამედროვე ავტომობილებში მასობრივად მკვიდრდება. თუმცა, როდესაც გზაზე რამე გაუთვალისწინებელი ხდება სისტემა მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი AAA-ს ახალი კვლევით მტკიცდება.

ასოციაციამ რამდენიმე ავტომობილს - Tesla-ს, Hyundai-სა და Subaru-ს - გამოუცდა მოუწყო. მოდელები მეორე დონის ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემებით იყო აღჭურვილი. სატესტო გარემოში ავტომობილებს, სამოძრაო ზოლში, დაბრკოლებები მოუწყვეს. გამომცდელებს აინტერესებდათ, თუ როგორ იმოქმედებდა მანქანა ორ განსხვავებულ სიტუაციაში - როდესაც მის წინ მიმავალი მანქანა ნელა გადაადგილებისას გარკვეულ მანევრს შეასრულებდა; როდესაც საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილი მის ზოლში უეცრად გადმოვიდოდა.

თავდაპირველად შედეგები იმედისმომცემი იყო. პირველ გამოცდაში 15-ვე სატესტო გარბენი შენელებითა და შეჯახების თავიდან აცილებით დასრულდა. თუმცა, პირისპირ მოძრავი მანქანის შემთხვევაში 15 გარბენიდან მძღოლისა და მგზავრების დაცვა ჭკვიანმა სისტემებმა ვერ შეძლო.

„მიუხედავად იმისა, რომ მძღოლის დამხმარე სისტემები დაბალი სიჩქარით მოძრავ ობიექტებს მარტივად აღიქვამს, მათი სრულად ნდობა შეუძლებელია. სისტემა დაინახავს, რომ თქვენ ზოლში ველოსიპედი მიდის და საჭიროების შემთხვევაში ავარიას თავიდან აგაცილებთ. თუმცა, თუ ველოსიპედი უცაბედად გზას გადაგიჭრით, მაშინ მძღოლის დამხმარე საშუალებები ვერ დაგეხმარებათ. ასეთი უბედური შემთხვევები კი ყოველდღიურად ხდება, რისი თავიდან აცილებაც ამ ტექნოლოგიებს ჯერ არ შეუძლია,“ - აცხადებენ AAA-ს წარმომადგენლები.

ეს ყველაფერი თანამედროვე ავტომობილების მძღოლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. უამრავი ადამიანი სისტემას სრულად ენდობა და საჭესთან ძილსაც არ ერიდებიან. აშკარაა, რომ მძღოლის დამხმარე სისტემებს დღეს ბოლომდე ვერ ვენდობით. ეს მიმართულება განვითარების ფაზაშია. „განვითარებულის“ სტატუსისკენ კი ჯერ ბევრი აშორებს.

გაზიარება: