Aa Aa
22 მაისი 2022  |  09:49

Bentley-ის პირველ EV-ის შესაძლოა 1 400 ცხენის ძალა ჰქონდეს

0-დან 100კმ/სთ-მდე 1.5 წამში?

Bentley-ს თავისი პირველი ელექტრო ავტომობილისთვის გრანდიოზული გეგმები აქვს. ამბიციები იმდენად დიდია, რომ შესაძლოა საქმე მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრო ავტომობილთანაც გვქონდეს.

ბრიტანული კომპანიის პირველი EV-ი საავტომობილო ბაზარზე 2025 წელს გამოჩნდება. ამის შესახებ განცხადება Bentley-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან ჰოლმარკმა გააკეთა. მან აღნიშნა ისიც, რომ ახალ მოდელს 1 400 ცხენის ძალა ექნება და 0-დან 100კმ/სთ-მე 1.5 წამში აჩქარდება.

ეს ყველაფერი არ არის. Bentley ითვალისწინებს, რომ ასეთი აჩქარება მომხმარებლის ნაწილისთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს. სწორედ ამიტომ EV-ის აჩქარების რეჟიმები ექნება. „შეგეძლებათ, რომ მანქანა 0-დან 100-მდე 2.7 წამში ააჩქაროთ. თუმცა, იმასაც შეძლებთ, რომ ეს დრო 1.5 წამამდე დაიყვანოთ.“ - ამბობს ჰოლმარკი.


Bentley ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს, თუ როგორი ფორმით წარდგება პირველი EV-ი. ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ ელექტრომობილი VW Group-ის Premium Performance Electric პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც Audi-სა და Porsche-ს საერთო კონცეფცია გახლავთ.

Bentley-ის ახალი ელექტრო ავტომობილის სავარაუდო ფასი 250 000 ევროზე მეტი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ EV-ი 12-ცილინდრიან მოდელებზე იაფი ეღირება.

„12-ცილინდრიანი აგრეგატის შექმნას 10-ჯერ მეტი ფინანსები სჭირდება, ვიდრე საშუალო მაღალი წარმადობის ძრავას. ბატარეების საშუალო ფასი კი ჩვენი 12-ცილინდრიანი ძრავის ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ ფიქრობთ, გაამართლებს Bentley ჩვენ მოლოდინებს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: