Aa Aa
22 მაისი 2022  |  09:57

უიშვიათესი, 1971 წლის Boss 351 Mustang-ი ფარდულში 46 წელი იდგა

ახლახან Mustang-ის უიშვიათესი მოდელი იპოვეს. ეს მანქანა ფარდულში 46 წელის განმავლობაში იდგა. მოდელის ამ ვერსიას კი ბევრი ვერც იცნობს.

Boss 351 მსურველებისთვის მხოლოდ 1971 წელს იყო ხელმისაწვდომი. ის Boss 429-მ მალევე ჩაანაცვლა. როგორც სახელი ამბობს, მანქანა 351 კუბურ-დუიმიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რაც ლიტრებში 5.75-ს უდრის. უზარმაზარი მოცულობის აგრეგატი 330 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ეს სიმძლავრე 4-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფით უკანა ღერძს გადაეცემოდა.

Boss-ს, სტანდარტული „მუსტანგისგან“, გაძლიერებული მუხლა ლილვი, Boss 302-დან გადმოტანილი ცილინდრის თავები და სპეციალურად შექმნილი კარბიურატორი განასხვავებდა. დგუშები სპეციალურად ალუმინისგან შექმნეს. ძრავის ბლოკს კი ორის ნაცვლად, ოთხი სადების სახურავი ჰქონდა.


გაუმჯობესებულ ძრავასთან ერთად Mustang-ს დაკიდების სისტემა და მუხრუჭებიც შეუცვალეს. საჭე კი ჰიდრავლიკის გარეშე დატოვეს. შედეგად ამ მანქანის სამართავად მართლაც დიდი კუნთები იყო საჭირო. ერთადერთი, რაც სალონში კომფორტულობის ცნებასთან იყო ახლოს - უკანა შუშის მინასათბობი გახლდათ.

როგორ ზემოთ დავწერეთ, მოდელი სულ ერთი წლის განმავლობაში გამოდიოდა. Boss 351 სულ 1 806 ეგზემპლარად შეიქმნა. ეს რაოდენობა Boss 429-ის საწარმოო ხაზის მასშტაბებზე მცირედით მეტია.

სურათებზე ნაჩვენები ეგზემპლარი მფლობელმა ახალთახალი შეიძინა. 1976 წლის შემდეგ კი ფარდულში გამოკეტეს. საინტერესო ისაა, რომ პირველმა მფლობელმა მანქანა წითელ ფერში შეუკვეთა. მიწოდებისას კი მოდელი ყვითელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ფერების სიბრმავით იყო დაავადებული. მანქანის რეალური ფერის შესახებ კი მამაკაცმა მეუღლისგან გაიგო. დიახ, ასეთი უცნაურობებიც ხდება ხოლმე.


იცით რა არის ამაზე დიდი უცნაურობა? ამ ადამიანმა სვლის მარაგის გასაუმჯობესებლად ქარხნული ოთხკამერიანი კარბიურატორი მოხსნა და მის ნაცვლად ორკამერიანი დაამონტაჟა. თუმცა, ეს პროექტი გაჭიანურდა, რის გამოც „მუსტანგი“ ფარდულში შეაგორეს. იქიდან გამოგორება კი დაეზარათ.

ახლა მანქანის მდგომარეობა საკმაოდ კარგია. რა თქმა უნდა გასუფთავება და რესტავრაცია სჭირდება, თუმცა, ამ საქმისთვის იდეალურ მდგომარეობაშია. ოდომეტრზე 74 311კმ-ია გამოსახული, რაც იმ პერიოდის ამერიკული ავტომობილისთვის თითქმის არაფერია. სავარაუდოდ, უპრობლემოდ იმუშავებს ძალოვანი აგრეგატიც.

ახლა ეს Boss 351 ახალ, უფრო მზრუნველ მფლობელს ეძებს. ავტომობილს რესტავრაცია და გზებზე დაბრუნება სასწრაფოდ სჭირდება!

რამდენად შეიძენდით ამ ავტომობილს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: