Aa Aa
4 მარტი 2020  |  11:26

„მაკლარენი" არ ჩერდება: McLaren 765 "Long Tail"

ჟენევას ავტოშოუს გაუქმების მიუხედავად, "მაკლარენმა" თავისი ახალი სუპერქარი სოც. მედიის საშუალებით წარადგინა.

765LT უახლესი „მაკლარენია“, რომელსაც ლეგენდარული Long Tail-ის სახელი აღირსეს. Long Tail-ის სახელის წარმოქმნა 90-იანების McLaren F1 GTR-ს უკავშირდება.

765LT იგივე 720S-ია, მაგრამ ყველა ასპექტში უკეთესი. იმავე 4-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავის ცხენის ძალის რაოდენობა 710-დან 755-მდე და 800 ნმ მაბრუნი მომენტი 30 ნმ-ით გაზარდეს.

განახლებულ „მაკლარენს“ ტიტანისგან დამზადებული გამონაბოლქვის სისტემა აქვს, რომელიც 40%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე 720S-ის ანალოგი. 7-სიჩქარიანი DCT გადაცემათა კოლოფი ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებითაა დამზადებული. ძალოვანი აგრეგატების ასეთი კომბინაცია ავტომობილს 0-100 კმ/სთ-მდე 2,7 წამში აჩქარებს.

აეროდნიმაკისი განახლებული ელემენტები Downforce 25%-ით გაზარდა.

ავტომობილის წონაც შემცირებულია. ძარის და ინტერიერის ელემენტები კარბონისა და პოლიკარბონატისგან არის დამზადებული. ასევე დაკიდების სისტემის ელემენტები უფრო მსუბუქ და გამძლე ნაწილებად ჩაანაცვლეს, რომელიც მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის მაღალ დატვირთვებს გაუმკლავდებოდა.

ამ განახლებების შედეგად ავტომობილი სულ რაღაც 1339 კილოს იწონის, რაც დაახლოებით Porsche 718 Boxter-ის ტოლია.

თუ ზემოთ აღწერილი ცვლილებები თქვენი სარბოლო წყურვილის დასაკმაყოფილებლად არაა საკმარისი, „მაკლარენი“ Clubsport და Clubsport PRO ოფციებს გთავაზობს, რომელშიც McLaren Senna-სგან აღებული კერამიკულის მუხრუჭები, Senna-ს კარბონის სპორტული სავარძლები და ტრეკზე სიარულის ტელემეტრიის სისტემა შედის. Pro ვერსიაში ამ ყველაფერთან ერთად 6-წერტილიანი სპორტული ღვედები შედის.

„მაკლარენი“ 765LT-ს სულ 765 ერთეულის წარმოებას აპირებს. პირველი ეგზემპლარი გზებზე 2020 წლის სექტემბერში გამოჩნდება.

გაზიარება: